ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბუფონი : “სკუდეტოსთვის ბრძოლა ჯერ არ დამთავრებულა”

ტურინის “იუვენტუსის” კაპიტანი, ჯანლუიჯი ბუფონი “მილანთან” შეხვედრაში მოპოვებულ გამარჯვებას მნიშვნელოვნად მიიჩნევს და თვლის, რომ სკუდეტოსთვის ბრძოლა ჯერ არ დამთავრებულა : “მინდა შევაქო ჩემი თანაგუნდელები იმის გამო, რომ მათ მოახერხეს და წინააღმდეგობა გაუწიეს შემტევ როსონერის, თუმცა ცოტა გაგვიმართლა, უნდა ვაღიაროთ.სან-სიროზე “მილანთან” ფავორიტად არცერთი კლუბი არ ჩაითვლება, კონტეს ეპოქაში ეს ამ მოედანზე მოპოვებული პირველი გამარჯვებაა.ზედიზედ მეოთხე მატჩია გოლს არ ვუშვებთ, მე საუკეთესო მცველები მყავს, რომლებსაც ფორვარდებიც აქტიურად ეხმარებიან.ეს სამი ქულა სხვაობას “რომასთან” კიდევ უფრო ზრდის, მაგრამ ფრთხილად უნდა ვიყოთ.რომაელებს ძლიერი შემადგენლობა ჰყავთ და პლიუს ამას, ევროტურნირებზე არ ასპარეზობენ.იმედი მაქვს, ეს უპირატესობა, რაც სხვა გუნდებთან შედარებით გვაქვს, ტიტულის მოსაპოვებლად საკმარისი იქნება.”

წყარო : Football Italia

3 thoughts on “ბუფონი : “სკუდეტოსთვის ბრძოლა ჯერ არ დამთავრებულა”

  1. იქნებ კალენდარისთვის ვინმეს მიეხედა და ევროპა ლიგის კალენდარიც გაეკეტებინა ბოდიში შენიშვნისთვის და მადლობა მოსმენისთვის :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :italy: :italy: :italy: :italy: :italy: :italy:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.