ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ვიდალმა შესაძლოა საპასუხო ნახევარფინალური დაპირისპირება გამოტოვოს

მუხლის არეში არსებული დისკომფორტის გამო , არტურო ვიდალი გამოტოვებს ” სასუოლოსთან ” მოახლოებულ დაპირისპირებას და არ არის გამორიცხული ვერც ” ბენფიკასთან ” განმეორებით მატჩში მიიღოს მონაწილეობა . დამატებითმა გამოკვლევებმა აჩვენა , რომ ვიდალის ტრავმა ჯერ კიდევ არ არის მოშუშებული და მას მინიმუმ სამ დღიანი დასვენება ესაჭიროება . დადიოდა ხმები , რომ ჩილეს ეროვნული ნაკრები ასევე ნერვიულობდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და ტურინში სამედიცინო ჯგუფიც კი გააგზავნა . ტურინელ ექიმებთან ერთად ისინი შეეცდებიან მალე დააყენონ ფეხზე ნახევარმცველი და ყოველგვარი საშიშროების გარეშე აღუდგინონ ფორმა .

წყარო : Tuttosport

2 thoughts on “ვიდალმა შესაძლოა საპასუხო ნახევარფინალური დაპირისპირება გამოტოვოს

  1. კაი რა იტალიელებს რო ჩილელებზე მაგარი ექიმები ყავთ რად უნდა მაგას ლაი-ლაი, ეტყობა შამანების სასტავი გაგზავნეს ტურინში :mrgreen: :mrgreen: :mrgreen: :lool:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.