ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი: ” რთულია სამ დღეში რაიმე შეცვალო ”

” ჩეზენასთან მატჩი, არაჩვეულებრივი სავარაჯიშო პროცესი იყო ჩვენთვის. ნაკრებში მოთამაშე ფეხბურთელები რამდენიმე დღის წინ დაგვიბრუნდნენ და შეიძლება ითქვას, სულ რაღაც სამი დღეა რაც ერთად ვართ. შესაძლოა ხარისხი უკეთესის სურვილს ტოვებდა, მაგრამ თავიდა ავიცილეთ ტრავმები და ვაჩვენეთ საქმესთან სწორი მიდგომა. ოთხი მნიშვნელოვანი მიზანი დავისახეთ მიმდინარე სეზონში ამიტომ მუხლჩაუხრელად მოგვიწევს შრომა რათა სეზონის მიმდინარეობისას მაქსიმუმი ვაჩვენოთ. გუნდი მოტივირებულია და მზად არის ყველაფერი გაიღოს წარმატებისთვის. მშვიდად გავაგრძელებთ მუშაობას და ვიპოვით საუკეთესო გზას პროგრესირებისთვის. რთულია სამ დღეში სათამაშო მოდულის შეცვლა. ამიტომ გარკვეული ცვლილებები შევიტანე უკვე არსებულ ტაქტიკაში. იმ შემთხვევაში თუ ოთხი მცველით უკეთეს შედეგს ვაჩვენებთ, მაშინ გადასვლას წინ არაფერი დაუდგება. მიუხედავად ყველაფრის, მთავარი სწორედ საბოლოო შედეგია”- განაცხადა ჩეზენასთან მატჩის შემდგომ მასიმილიანო ალეგრიმ.

წყარო: ტურინის ” იუვენტუსის ” ოფიციალური ვებ გვერდი

6 thoughts on “ალეგრი: ” რთულია სამ დღეში რაიმე შეცვალო ”

  1. იცი კონტე რატო ჯობია ამას? სხვა თუ არაფერი კონტეს მიზანი იყო მაქსიმალურად კარგად ეთამაშა და ტიტულებზე არ ფიქრობდა, ისინი კარგი თამაშით მოდიოდნენ! სხვა თუ არაფერი კაცი გულით და სულით თამაშში იყო ყვიროდა, ბღაოდა და ეს კიდე სუფთა სამ ასოიანი არსებაა! მაროტაზე აღარ დავწერ რამეს ყველამ იცით რა ყაზილარიცაა

  2. არ ცვლის მემგონი ტაქტიკას
    მეორე ტაიმზე არ მიყურებია გუშინ მარონემ როგორ ითამაშა დაცვაში? მემგონი ჯობია მცველად ითამაშოს ბარძალის მაგივრად

    1. ხო, ეგ თქვა, მე 4 მცველი მირჩევნია, მაგრამ თუ არ გამოვიდა მაშინ 3 მცველიანს დავუბრუნდებითო…

  3. შენ უკვე სამ დღეში ბევრი რამ შეცვალე მაქს!
    ვეღარ ვუგებთ ჩეზენას და ლუჩენტოსთან საერთოდ ვაგებთ :lool:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.