ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ჭორი ( ლიხშტეინერი )

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ტურინის “იუვენტუსი” გაძლიერებას რომის “ლაციოს” მარჯვენა მცველით, სტეფან ლიხშტეინერით გეგმავს.ბიანკონერები უკმაყოფილონი არიან მარკო მოტასა და ზდენეკ გრიგერას თამაშით, ამიტომ მათ ჩანაცვლებას შვეიცარიელი ფეხბურთელით გეგმავენ.გარდა დედაქალაქელთა მეორე ნომრისა, ტურინელებთან სხვა განაპირა მცველებიც იყვნენ დაკავშირებულნი, მაგრამ Itasportpess – ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჯუზეპე მაროტასთვის საუკეთესო ვარიანტი სწორედ ლიხშტეინერია.ფეხბურთელს “ლაციოსთან” კონტრაქტი 2012 წელს ეწურება, თუმცა მის გახანგრძლივებას არცერთი მხარე არ ჩქარობს.გარდა ტურინული გრანდისა, 26 წლის ფეხბურთელით გერმანული “შალკეცაა” დაინტერესებული.

წყარო : Football Italia

24 thoughts on “სატრანსფერო ჭორი ( ლიხშტეინერი )

  1. Khubu

    კი უნივერსალია მაგრამ მარჯვენა ფლანგზე ისეთივე წარმატებულად ვერ ითამაშებს როგორც მარცხენაზე თამაშობს..ცაციებს მარცხნივ თამაში უჭირთ, თუ რამოდენიმე ფეხბურთელს არ ჩავთვლით..

  2. Khubu
    კია უნივერსალი, მარა მარცხენა ფლანგზე უფრო მაგრა თამაშობს თანაც ცაციაა :smile: საერთოდ ფლანგებზე აქეთ ბეილი და აქეთ ივანოვიჩი მინდა მე.

  3. MeMBeR

    და შენი აზრით ლიხშტეინერი გრიგერასა და მოტას დონის ფეხბურთელია ? – ეტყობა ლაციოს თამაშებს თვალს არ ადევნებ ძმა, ძაან საკაიფო მცველია, ყოველ შემთხვევაში საკუთარი საქმის შესრულება დაცვაშიც და შეტევაშიც მშვენივრაც იცის, პლიუს ამას იტალიურ ფებხურთსაც შეჩვეულია…

    ყველამ ვიცით რომ დანიიელ ალვეშს, მაიკონს ან სერხიო რამოსს არავინ არ მოიყვანს გუნდში..ივანოვიჩს მე მირჩევნია პირადად..

    1. რამოსის გადმობირება შეგვიძლია იმიტომ რომ გუნდში მიდის მაიკონი რეალში და მაროტამ თუ ივაჟკაცა რამოს დავიტრევთ და რო ვიცი რა ტიპის მცველიც არი ლიხტენშტეინი არ მინდა რო ცვენ გუნდში თამაშოს იუვეს დონის არ არი … ჩემი პირადი აზრი ესააა

      და მთლიანად იტალიის თამაშებნს ვუყურებ მე : )) ისე ცნობისთვის !

      1. კაი რა რამოსს ვიყიდით ტო ოცნებებში ლაპარაკობ ? – რეალში მაიკონი მიმსვლელი რომ იყოს აქამდე კარგა ხნის მისული იქნებოდა, ისეთი დებილია მაურინიო რომ ვიცე კაპიტანი იუვენტუსს მიყიდოს..

        თავს დავდებ რომ ეს ტრანსფერი არასდროს შედგება, რამოსის გადმობირებას ვგულისხმობ..

        1. მაიკონი რეალში გადადის ეგ საკითხი 90% გადაიჭრა … და რამოსმა თQვა რო … თუ მაიკონი გადმოვა მე წინადადებებს განვიხილავო … : ) მე ყოველ შემთხვევაში მჯერა და … შენი არ ვიცი ..

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.