ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მარკიზიო :”წლის მატჩი გველის”

“მიუხედავად იმისა, რომ მეტოქეს კარგად ვიცნობთ ჩვენ განვაგრძობთ მომზადებას. ამას ვაკეთებდით გუშინ, დღეს და ხვალეც. პირველი მატჩიდან გამომდინარე ნათელია, რომ მეტოქე აგრესიულ პრესინგს სთავაზობს საკუთარ მეტოქეს და პრაქტიკულად არ უტოვებს ცარიელ სივრცეებს. კომპაქტური გუნდია, რომელსაც შეუძლია იდეალურად დაიცვას თავი და მოულოდნელად გადავიდეს მასირებულ კონტრ იერიშზე. სწორედ ერთ-ერთ ასეთს მოჰყვა ჩვენს კარში გატანილი ბურთი. ვფიქრობ, ესპანეთში გამართულმა მატჩმა ცხადყო, რომ შეგვწევს ძალა ლიგის ფინალისტს თანაბრად ვეთამაშოთ”– საუბრობს წინასამატჩო პრესსკონფერენციაზე ბიანკონერის ნახევარმცველი კლაუდიო მარკიზიო.

“არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ მეტოქემ, მხოლოდ ერთი ბურთი გაუშვა ლიგის გათამაშებაში და ისიც ოლიმპიაკოსის კარში, რომელიც დათმო. შიდა ასპარეზზე კი 10 მოგება აქვს. ესპანელები ჩინებულ ფორმაში იმყოფებიან. მიუხედავად დანაკლისისა, რომელიც სიმეონეს გუნდს მირანდის და ანსალდის სახით ჰყავთ, მათ არ გაუჭირდებათ მოთამაშეების შეცვლა. ბუნებრივია ურთულესი დაპირისპირება გველის, მაგრამ ვფიქრობ მოედანზე, როგორც ყოველთვის მხოლოდ გამარჯვებისთვის უნდა გავიდეთ”.

“შარშანდელი სეზონი ევროპაში? ვფიქრობ თურქული კოშმარი წარსულს ჩაბარდა და ეხლა სრულებით სხვა სიტუაცია არის. ამ მატჩისთვის და კონკრეტული სეზონის ამ მონაკვეთისთვის ბევრი ვიშრომეთ. გვსურს გავიდეთ მომდევნო ეტაპზე და რომელი პოზიციიდან მოხდება ეს სიმართლე გითხრათ გარკვეულ ასპექთში არ არის გადამწყვეტი. ჩვენი მიზანია ევროპის საუკეთესო კლუბებს შორის მოხვედრა. ეს ნამდვილად არის წლის მატჩი და მე იმედი მაქვს გულშემატკივრები შესაბამის ცეცხლს დაუნთებენ მეტოქეს ტრიბუნებიდან”.

“არ მსიამოვნებს ფრაზები თითქოს ევროპაში ნაკლებად საინტერესონი ან შედეგიანები ვართ, რადგან პირველ სეზონში 1/4 ფინალამდე გავედით. ევროპა ლიგაზე კი ნახევარფინალში მივიღეთ მონაწილეობა და ვფიქრობ ეს არ არის ურიგო შედეგი. იმ შემთხვევაში თუ განვაგრძობთ მოძრაობას ეს რა თქმა უნდა პროგრესი იქნება. ეს არის წლის მატჩი და ჩვენი სეზონის უმნიშვნელოვანესი შეხვედრა, ამიტომ კონცენტრირება დღევანდელზე უნდა გაკეთდეს და არა წარსულზე”.

წყარო: ტურინის “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ გვერდი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
11 years ago

მეგობრებო, ხვალ ხომ ვიკრიბებით ბარაკონში?

11 years ago
Reply to 

კი, არის შეკრება

giorgi nefaridz
11 years ago

უნდა მოვიგოთ :forza:

irakli28
11 years ago

ერთი ჰანდიკაპი გააჩალიჩეთ რაა :forza: :forza: :forza: :forza:

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x