ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღე ( Live )

15:10 სთ – ტურინელებმა კიდევ ერთი ახალგაზრდა მოთამაშე გაიფორმეს პრო ვერჩელიდან. ცენტრალური მცველი კრისტიან ბუნინო, რომელიც 1996 წელს არის დაბადებული. მოთამაშე არენდით იასპარეზებს ამჟამინდელ კლუბში და 2016 წელს შეუერთდება ბიანკონერის.

14:20 სთ – ოფიციალურად მატრი “იუვენტუსის” ფეხბურთელია.

12:50 სთ – პოგბა პსჟ-ში? ერთ მიზეზსაც ვერ ვხედავ არა მარტო ეხლა არამედ მომავალშიც. იტალიაში ტალანტები უნდა იზრდებოდნენ და ვითარდებოდნენ იმისთვის, რომ აპენინებზე ფეხბურთი კვლავ დაუბრუნდეს ძირძველ პოზიციებს. საერთოდაც ზამთრის პერიოდში ხმაურიანი გარიგებები იშვიათია. მომავალში ერთად შევაფასებთ სიტუაციას, თუმცა ეს ყოველივე კლუბთან შეთანხმების საფუძველზე განხორციელდება, რომელიც არ აპირებს ფრანგთან განშორებას”– განაცხადა რაიოლამ.

12:00 სთ – ალესანდრო მატრისთან ერთად ჯუზეპე მაროტამ დღის განმავლობაში კიდევ ერთი ტრანსფერი შეიძლება განახორციელოს, საქმე პორტუგალიელ მცველ როლანდოს ეხება.”პორტოს” უკანახაზელით ბებერი ქალბატონი ადრეც ინტერესდებოდა, თუმცა მაშინ ტრანსფერი არ შედგა.სკაი სპორტის ცნობით, იტალიური და პორტუგალიური მხარეები დღეს კვლავ დაუკავშირდებიან ერთმანეთს და შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, 29 წლის მცველი შავ-თეთრ მაისურს მოირგებს.

11:50 სთ – ტურინის “იუვენტუსის” ახალგაზრდა მცველი, ფედერიკო მატიელო სეზონის დარჩენილ ნაწილს არენდის წესით “კიევოში” გააგრძელებს.ინფორმაცია ოფიციალურად იტალიის ჩემპიონატის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა უკვე დაადასტურა.19 წლის ფეხბურთელი ვერონულ კლუბს არენდის წესით შეუერთდება, 2015 წლის 30 ივნისს კი, ხელშეკრულების დასრულების შემდეგ, ტურინში დაბრუნდება.

11:40 სთ – ჯანლუკა დი მარციოს ოფიციალური ვებ-გვერდის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტურინის “იუვენტუსისა” და ალესანდრო მატრის წარმომადგენლები კონტრაქტის ბოლო დეტალებს აგვარებენ და სულ მალე, ხელშეკრულება ოფიციალურად გაფორმდება.სებასტიან ჯიოვინკოს გუნდიდან წასვლის შესახებ ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით უკვე შეიტყობდით, თითქმის 100 პროცენტით გადაწყვეტილია, რომ ატომურ ჭიანჭველას მასიმილიანო ალეგრის გუნდში მიტრა-მატრი შეცვლის.

11:30 სთ – ტურინის “იუვენტუსის” ოფიციალურმა ვებ-გვერდმა სებასტიან ჯიოვინკოს კანადაში გადაბარგება დაადასტურა და 27 წლის ფორვარდს მომავალ გუნდში წარმატებები უსურვა : “სებასტიან ჯიოვინკოს ტურინული კარიერა დასრულდა, დღეიდან დღიდან იგი კანადური “ტორონტოს” ფეხბურთელია.მის ბოლო შეხვედრაში, იტალიის თასზე “ვერონას” წინააღმდეგ სებამ დუბლით გამოიჩინა თავი და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა.ჯიოვინკომ ამ წლების მანძილზე დიდი სარგებელი მოუტანა კლუბს, იგი მუდამ იქნება ბიანკონერების გულშემატკივარი.საფეხბურთო კლუბი ტურინის “იუვენტუსი” მადლობას უხდის ფეხბურთელს გაწეული სამსახურისთვის და კანადურ თავგადასავალში წარმატებებს უსურვებს.”

11:10 სთ – ტურინის “იუვენტუსმა” ახალგაზრდა კოლუმბიელი ტალანტი, ანდრეს ფელიპე ტელო გაიფორმა.1996 წელს დაბადებული ფეხბურთელით ბიანკონერების გარდა რამდენიმე გრანდი ინტერესდებოდა, თუმცა თავად ფეხბურთელმა ბებერი ქალბატონი აირჩია და 18 წლის ნახევარმცველი პრიმავერას გააძლიერებს.

10:45 სთ – ტურინის “იუვენტუსის” ახალწვეული, სტეფანო სტურარო ვინოვოს სამწვრთნელ ბაზას ეწვია.იტალიელმა ფეხბურთელმა “ჯენოას” რიგები გუშინ დატოვა და დღეს დილიდან უკვე ახალ გუნდს შეუერთდა.21 წლის ნახევარმცველი მასიმილიანო ალეგრის განკარგულებაში სრული დატვირთვით ვარჯიშობს და 7 თებერვალს გასამართ შეხვედრაში, “მილანის” წინააღმდეგ განაცხადში უნდა ვიხილოთ.

8 thoughts on “სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღე ( Live )

  1. ვაა ახლა ვანხე მიტრა დაბრუნეს ოსვალდოც არ იქნებოდა ცუდი მარა ოსვალდო ძან ძველია :lool: მირტა კაი ფორმაში იყო წელს და თუ ტრანვიდან დაბრუნდა არა გამორიცხული ლორენტეს უფორმობა გამოიყენოს და სასატვი დაიწყოს მიტრაა გამიხარდაა ძან წარმატებები

  2. ჯოვინკოს შეეძლო წასულიყო ინგლისში, სადაც უკეთ ათამაშდებოდა უეჭველი მარა 40 მილიონს აძლევენ თურმე 5 წელიწადში ტორონტოში და ძალიან მაცდუნებელია :lool: ზამტრისთვის მეც არ ველოდი მეტს, მაგრამ ეს მატრი არ მინდოდა რაა :blin: შურლეს უშვებსო ჩელსი და არაა ეგ ურიგო ბიჭი

  3. დაბლა წერია,რომ სებამ დატოვა გუნდი,მაგრამ ერთი კაცის მეტს არავის არ გახსენებია წარმატებები ესურვა,პირიქით ტრიაპკა და ა.შ. ესე მოიხსენიებთ,ეს თუ გგონიათ გულშემატკივრობა საღოლ…ბოლო-ბოლო იუვეს აღზრდილია,მე დიდი წარმატებებს ვუსურვებ,კანადაში არ ვიცი რას უნდა მიაღწიოს,მაგრამ მაინც…რაც შეეხება იმას რომ სება შანსს იღებდა და არარეალური ციფრები მოგყავთ,კარგად გადახედეთ და დაითვალეთ,5 წლის მანძილზე ჯამში რაც სება იუვეში იყო წუთების მხრივ ჩატარებული აქვს 46 თამაში,თან ამ წუთების უმრავლესობა ბოლო 10-15 წუთზე მოდის,მე ძალიან დამწყდა გული რომ ვერ გაამართლა სებამ რასაც მოველოდით,მაგრამ არა უშავს,მაინც იუვენტინოდ დარჩება ჩემთვის,იმ იუვენტინოდ რომელსაც ყველაზე მეტად თავის მშობლიურ კლუბში სურდა თავის გამოჩენა,მაგრამ ვერ მოახერხა,მოდი უბრალოდ წარმატებები ვუსურვოთ სებას და არა ტრიაპკას და მარადმწვანე ამომავალი ვარსკვლავის ძახებით გავუშვათ… :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.