ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მატრიმ და კასერესმა სრული დატვირთვით ივარჯიშეს

დღეს დილიდან ტურინის “იუვენტუსის” ფეხბურთელებმა ბერგამოს “ატალანტასთან” მატჩისთვის მზადება დაიწყეს.მოთამაშეები, რომლებმაც “ჩეზენასთან” ითამაშეს მსუბუქად დაიტვირთნენ, დანარჩენებმა კი სრულად ივარჯიშეს.ანდრეა ბარძალის შემდეგ მასიმილიანო ალეგრის განკარგულებაში მარტინ კასერესი და ალესანდრო მატრი დაბრუნდნენ.ურუგვაელმა მცველმა ტრავმა დაახლოებით ერთი კვირის წინ მიიღო და როგორც სჩანს, უკვე მოიშუშა, იანვრის სატრანსფერი ფანჯრის პერიოდში გადმობირებული მატრი კი საკმაოდ სერიოზულად 11 იანვარს, ჯერ კიდევ “ჯენოას” შემადგენლობაში თამაშისას დაიმტვრა.დიდი ალბათობით, ორივე მათგანი ნერიაძურის წინააღმდეგ განაცხადში უნდა ვიხილოთ.

წყარო : Football Italia

2 thoughts on “მატრიმ და კასერესმა სრული დატვირთვით ივარჯიშეს

  1. პეპე უკვე განიხილება ერთ ერთ ტაქტიკაში ძირითადის კაცად. ანუ ფლანგები კომანს და პეპეს აბარიათ ასე ვთქვათ :)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.