ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტურინული წინასამატჩო დილემა და სავარაუდო შემადგენლობა

სულ უფრო ცოტა რჩება მატჩის დაწყებამდე და წარმომიდგენია როგორ ელოდებით მსაჯის სასტვენს. ვნებათაღელვა პიკს აღწევს და ეს ბუნებრივიც არის.. ჩემპიონთა ლიგა სულ სხვა ემოციაა და მითუმეტეს როცა ასეთი გუნდი, როგორიც იუვეა – მონატრებულია ევროპულ თავგადასავლებს. მონაკოს სახით საკმაოდ არაპროგნოზირებადი გუნდი შეგხვდა, მაგრამ თამამად ვთქვათ რეალურად რასაც ვუფრთხით. ძალიან ახლოს არის ნახევარფინალი, გუნდიც მშვენიერი გვყავს და იმ დონეზე ძლიერი, რომ მონაკოს წესით და რიგით უნდა ამარცხებდეს უპრობლემოდ, მაგრამ აქ საქმეში ზუსტად ის ფსიქოლოგიური წნეხი ერთვება, რასაც ტურინელები ჯერჯერობით მაინც და მაინც მიჩვეულნი არ არიან. შესაძლოა სწორედ ერთმა არასწორმა ნაბიჯმა იგივე შედეგი მოგვიტანოს, რაც არსენალს დაატყდა თავს. თუმცა, ალეგრი კარგად და ჭკვიანურად მოუწოდებს გუნდს სიმშვიდისკენ. არ მსურს მოვლენებს გავუსწრო წინ, მაგრამ თუ ვინცობაა შეხვედრა გატანილი გოლის გარეშე დასრულდა, ეს ტურინელთათვის ნამდვილად არ იქნება უკან გადადგმული ნაბიჯი.

იუვე ფავორიტია, იუვემ პირველ ნომრად უნდა ითამაშოს, იუვე ახლოსაა ნახევარფინალთან.. მთავარია ეს წნეხი გადაიტანონ ფეხბურთელებმა მშვიდად და მერე უკვე ყველაფერი მიღწევადია. ალეგრი ამ ფაქტორს უფრო მეტად უფრთხის ვგონებ, ვიდრე მეტოქეს, რომელმაც კი კარგად ითამაშა არსენალთან, მაგრამ ობიექტურები რომ ვიყოთ ოლივიე ჟირუს ნამდვილად შეეძლო ლონდონურ მატჩში მინიმუმ დუბლის შესრულება. ისეთივე უშეცდომოც არაა მონაკოს უკანა ხაზი, როგორც ამას ევროპული პრესა აჟღერებდა უკანასკნელ დღეებში.

მთავარი კითხვა არის იასპარეზებს თუ არა 45 დღის უთამაშებელი გენიალური პირლო. რაც არ უნდა ჯადო ფეხბურთელი იყო დამეთანხმებით ეს პერიოდი ნებისმიერს ამოაგდებდა კონდიციებიდან. ნამდვილად არ ვიცით ვარჯიშებზე რა პროგრამით მუშაობდა პირლო და როგორ მდგომარეობაშია იგი ეხლა, მაგრამ ალეგრი რო დიდი დილემის წინაშეა ეს ფაქტი. მეორეს მხრივ ასეთ მნიშვნელოვან ეტაპზე პირლოს დაბრუნება და მოედანზე გამოსვლა ფეხბურთელებს სხვა თუ არაფერი თავდაჯერებულობას შემატებს და მუხტის კუთხით მხოლოდ საუკეთესო როლს თუ შეასრულებს. სამწუხაროა რა თქმა უნდა პოგბას არ ყოფნა, რომელიც ვერც განმეორებით მატჩში დაეხმარება 22 აპრილს გუნდს. აი ბარძალის დაბრუნება კი პირიქით, სასიხარულო სიახლეა. მისი დახმარებით გუნდს საჭიროებისამებრ ნებისმიერ წამს ძალუძს 3-5-2 ზე გადართვა.

ჟურნალისტების მოსაზრებით მაქსმა არჩევანი მაინც 4-3-1-2 ზე შეაჩერა და დაცვის ცენტრს ბონუჩი-კიელინის ანდობს. ფლანგებზე სტანდარტულად ლიხტშტაინერი-ევრა. ნახევარადცვა.. დილემა.. სტურარო თუ პირლო.. ეს საკითხი იყო ყველაზე საინტერესო და ჯერჯერობით თუ რაიმე არაპროგნოზირებადი არ მოხდა მინდორზე მაესტროს ვიხილავთ! რეჯისტას პოზიციას მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი “უკანასკნელი მოჰიკანი” დაიბრუნებს. მის გარშემო განლაგდებიან მარკიზიო და ვიდალი. ტრეკუარტისტას პოზიციაზე კი ფანტასტიურ ფორმაში მყოფი რობერტო პერეირა გაირჯება. თავდასხმის დუეტი – მთავარი დამრტყმელი ძალა კარლოს ტევესი და ალვარო მორატა იქნებიან.

ტევეს ბოლო ორ მატჩში არ მიუღია მონაწილეობა და იყო ეს გამოწვეული ტრავმით თუ არა ბოლომდე არავინ იცის, თუმცა Carlito’s Way მზად არის ახალი გამოწვევისთვის და იგი ყველაფერს იზამს წარმატების მოსაპოვებლად.

Forza Juve !!! Fino Alla Fine !!!

11 thoughts on “ტურინული წინასამატჩო დილემა და სავარაუდო შემადგენლობა

  1. :forza: :forza: :forza: მუდამ იუვეეეეეეეეეეეეეეეე ვახხხ როგორ მიყვარს ეს გუნდიი :*:*:*:*:* ჩემიიი ცხოვრების აზრია მუდამ ვუყურებ აქ კომენტარებს და მიხარია რო იუვეს ფანი ვარ :* მუდამ ასე იქნება :* მუდამ და მუდამ :* ყველაზე თბილი და მგელიი ხალხი ვართ * :juvee: :juvee: :juvee:

  2. ამ ბანძებთან უფრო გვიჭირს ხოლმე და მეშინია კისერი არ წავიმტვრიოთ, სტურარო კი აქტიურობს, მარა კლასი აკლია, პირლო უნდა შეუშვას პირველი ტაიმი მაინც, მზად თუ არი

  3. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ხელწამოსაკრავი გუნდი არ მგონია მონაკო. თან ყველა ფავორიტად გვასახელებს

  4. მონაკოს ისე გავცდებით, 1 გოლსაც ვერ გაგვიტანენ ორი თამაშის ჯამში, მთავარია ჩვენ რამდენს გავიტანთ…

    ისე ზუსტად აღარ მახსოვს, მარა ერთ წელს კი იყო ფინალი პორტო მონაკო და არ გაიმეორონ :lool:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.