ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაგია N10

დღეს მეათე წლის, მეათე თვის მეათე რიცხვია და ბიანკონერების ლეგენდა, ალესანდრო დელ პიერო Facebook – ის საშუალებით ტიფოზებს ეკონტაქტება.“ასეთი რამ ასწლეულში ერთადერთხელ ხდება” – წერს დელ პიერო 10.10 სთ  – ზე.“უკვე მომავალში, ასეთ დროს, მოედანზე არ ვიქნები – ამიტომ ეს თარიღი მინდა განსაკუთრებულად ავღნიშნო, ეს იმ ნომრის აღსანიშნავი რიცხვია, რომელსაც ჩემთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

ალესანდრო გულშემატკივრების მიერ დასმულ შეკითხვებს სწრაფად სცემს პასუხს…

ახალ კონტრაქტზე : “ჩემი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე პასუხს მშვიდად, აუღელვებლად ველი.ამ თემას არ გავურბივარ, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ამ მომენტისთვის ჩემი მომავალი უახლოესი მატჩია.მინდა გავიმაეჯვო.სიჩქარე არაფერს გვარგებს, მშვიდად, გაწონასწორებულად თვალს ვადევნებ რა ხდება გარშემო.”

ნაკრების შესახებ : “სიტყვა “არა” არასოდეს მითქვამს.ეს ამბიციური საკითხია.”

სკუდეტო : “შარშანდელი სეზონის შემდეგ, რთულია სერიოზული განცხადებების გაკეთება.ყოველთვის ვამბობდი და ვამბობ : ჩვენ ბევრი უნდა ვიმუშაოთ, რათა სეზონის ბოლოს გვქონდეს სიამაყის საბაბი, შეგვეძლოს თქმა იმისა, რომ იუვენტუსი 100% – ით წარმოვადგინეთ.”

ავოკატოს შესახებ : “იგი არასანდო პიროვნებად ითვლებოდა”

ყველაზე ლამაზი გოლი : “გერმანიაში, 2-0 ანგარიშის დროს დორტმუნდის წინააღმდეგ.”

ყველაზე ლამაზი გამარჯვება : “სამწუხაროდ არჩევანის გაკეთება მიჭირს.რომელიმე რომ არ გამომეპაროს, მოდით შემდეგ გამარჯვებას ავირჩევ.”

ყველაზე არასასურველი მოწინააღმდეგე მცველი : “ბევრი, ძალიან ბევრი”

შინაურ ცხოველებზე : “მე მყავს ძაღლი, 5 კატა, 2 აკვარიუმი თევზებით და კუდღელი.”

საყვარელი კერძი : “რა თქმა უნდა მაკარონი.შემწვარი კარტოფილი, პიცა, რიზოტო.თქვენი აზრით მე ჭამასთან დაკავშირებით რაიმე პრობლემა მაქვს ? “

მანქანებზე : Lancia Delta HF integrale.ავტომობილი, რომელიც ჩემი სიყვარულით ბავშვობიდან სარგებლობს.”

წყარო : Corriere dello sport

21 thoughts on “მაგია N10

  1. ალე შენ მაინც JUVE-ს გულში დარჩები და ვეთანხმები რომ JUVE-ს ალეს გარეშე ძაან უჭირს რაც დაეტყო კიდეც.;):| მაგრამ FORZA JUVE :forza: :juvee:

  2. ჩემი ფანობის 8 წლის მანძილზე 3 საუკეთესო გამარჯვება..

    1.იუვენტუსი – რეალი 2-1 (დელ პიერო, ამაური)
    2.რეალი – იუვენტუსი 0-2 ( დელ პიერო, დელ პიერო)
    3.იუვენტუსი – მილანი 4-2 ( დელ პიერო, ამაური, კიელინი, ამაური)

      1. ეე გიო ეგრე გამოყოფა რო ადვილი იყოს ინტერთან მაჩი 2-1 რო მოვიგეთ ? სკუდეტო რო მოვიგეთ და იქ მილანი რო გავანადგურეთ რომა რო გავანადგურეთ 2004-2005 2003-2004 :D წლები საუკეთესო იუვე ! !! როგორ გამოყავი რაც გახსოვდა ის დაწერე ? D:

  3. და ყველაზე მაგარი გამარჯვება კიდე კალჩიოპოლის დროს ნათქვამი ” მე არსად არ მივდივარ”

    (იმ დროს როცა ძამბროტა და მისნაირები ვირთხებივით გარბოდნენ )

    აი ეს იყო ნამდვილი კაპიტანი ნამდვილი დელ პიერო ნამდვილი იუვეს სული

  4. ყველაზე ლამაზი გამარჯვება იუვე რეალი იერო ელგერა რო მიწაზე ეყარნენ

    ყვეალზე დასანანი მარცხი იუვე რეალი მიატოვიჩმა რო გაგვიტანა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.