ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პოგბა შეუდგა ვარჯიშს

პირველი ნახევარფინალური შეხვედრის შემდეგ ალეგრიმ გუნდს ერთ დღიანი დასვენების საშუალება მისცა. თუმცა, იყო ისეთი ვინც ვინოვოზე მუხლჩაუხრელად შრომობდა. ეს პოლ პოგბაა, რომელიც რამდენიმე თანაგუნდელთა ერთად ვარჯიშობდა. ფრანგი ექიმების ინტენსიური ყურადღების ქვეშ გადიოდა სხვადასხვა სახის წვრთნებს. უკვე ხვალ კი 22 წლის შუახაზელი ბურთთან ვარჯიშზეც გადავა და პლიუს მიიღებს მონაწილეობას ალეგრის ტაქტიკურ სესიაში. როგორც ჩანს ტურინელები მაქსიმალურად ცდილობენ დატვირთონ პოგბა, რომ მან რაც შეიძლება მალე აღიდგინოს ფიზიკური კონდიციები. ბიანკონერის თავკაცს იმედი აქვს, რომ პოლი მცირე დროს მაინც დაჰყოფს კალიარისთან მატჩში, რადგან თუ ეს ასე არ მოხდა შანსი იმის რომ ნახევარმცველი მადრიდში იასპარეზებს ფაქტიურად 0-ს უტოლდება. ერთის მხრივ ტრავმის რეციდივია თავიდან ასარიდებელი და მეორეს მხრივ 50 დღიანი იძულებითი შესვენების შემდეგ ასეთ პრინციპულ და გადამწყვეტ მატჩში უთამაშები პოგბა დიდი რისკია. თავის მხრივ პოგბა ცდას არ აკლებს და მზად არის მოედანზე გამოსასვლელად და მეტოქის წინააღმდეგ საბრძოლველად.

წყარო: tuttosport

3 thoughts on “პოგბა შეუდგა ვარჯიშს

  1. ისე მალე თუ დაიბრუნებს ფორმას როგორც ბარძალიმ დაიბრუნა მაშინ პრობლემა არ ექნება რეალთან თამაშის

  2. Kaliaristan tu shemoiyvana realtan sheidzleba ro skamidan sheiyvanos tu ar gaadzlierebs ar daasustebs tan pogbaze uketes ver sheiyvans gaachnia ra taqtikas airchevs armgonia ro mtlad dacvas atamashebs tavidanve jobia 4-3-1-2 vidre vitom 3 mcveli roa mainc mgonia ro beberi qalbatoni pinasistvis unda moemzados ra :forza:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.