ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ოგბონა:”ბარსას წინააღმდეგ 150%-ით დავიხარჯებით”

ანჟელო ოგბონას განცხადებით მისი გუნდი მაქსიმუმს გაიღებს ფინალში წარმატებისთვის. ცენტრალურმა მცველმა ასევე მასიმილიანო ალეგრი შეაქო გაწეული შრომისთვის:“კარგად გვაქვს გათვითცნობიერებული მეტოქის სიძლიერე, მაგრამ მზად ვართ 150%-ით დავიხარჯოთ და თითოეული დეტალის მიმართ ვიყოთ ყურადღებით. ჩვენი გუნდი დღითი დღე უფრო მეტად შეკრული და ერთიანი ხდება. მინდორზე სრულად შევეცდებით საკუთარი ძალის დემონსტრირებას.. ჩვენი მთავარი იარაღი? კოლექტიური ასპარეზობა, რომელმაც მიმდინარე სეზონში არა ერთი დიდი გამარჯვება მოგვაპოვებინა. სკუდეტოს და იტალიის თასის შემდეგ, ლიგის დაუფლებაც გვსურს. ალეგრიმ მშვენივრად გაიარა ადაპტაცია, მან უმოკლეს დროში გაგვიმყარა თვითრწმენა და საინტერესო იდეებით დაგვმუხტა. დღეისათვის ვერონელებთან მატჩისთვის ვემზადებით და იმედი მაქვს 6 ივნისს დაგეგმილ ფინალს ბარსას წინააღმდეგ, საუკეთესო კონდიციებში შევხვდებით”.

წყარო: football-italia

5 thoughts on “ოგბონა:”ბარსას წინააღმდეგ 150%-ით დავიხარჯებით”

  1. თუ დარჩება იასნა კარგია, მარა თუ წავა არც ეგაა დიდი პრობლემა. პოგბა, ვიდალს არ შეეხეონ მთავარი ეგაა… დიბალა მოვიდა და ბერარდისაც დაამტებენ და როგორმე ავიტანთ მორატას წასვლას, თუ ეს მოხდა რა თქმა უნდა. (იმედია თვითონ ხვდება რომ განვითარების შანსი იუვეში გაცილებით მეტი აქვს და არც განიხილავს აქედან წასვლის ვარიანტს)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.