ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კომანით ჯენოა და პალერმო ინტერესდებიან

მომავალ სეზონში ბიანკონერის წინა ხაზში რამდენიმე ცვლილებაა მოსალოდნელი. კუალიარული ინფორმაციით მაროტა არ აპირებს ალესანდრო მატრის გამოსყიდვას, ხოლო ფერნარნდო ლორენტე რომელიმე ევროპულ კლუბში განაგრძობს კარიერას. კიდევ ერთი მოთამაშე, რომელმაც შესაძლოა დატოვოს იტალიის მოქმედი ჩემპიონის რიგები არის ახალგაზრდა კინგსლი კომანი. მის გაყიდვას იუვენტუსი არ აპირებს, საუბარი ეხება მხოლოდ არენდას. ფრანგი ტალანტით ინტერესს იჩენს ჯენოა და კერძოდ მათი თავკაცი ჯამპიერო გასპერინი. თუ გავითვალისწინებთ იუვესა და გენუურ კლუბს შორის არსებულ დადებით ურთიერთობას მაშინ გამორიცხული არაფერია. მაგრამ, დიბალას ტრანსფერიდან გამომდინარე ძამპარინის იმედი აქვს, რომ შესძლებს ფრანგის გადაბირებას. საბოლოო სიტყვა კი მაინც მასიმილიანო ალეგრის ეკუთვნის, რომელმაც შესაძლოა კიდევ ერთი შანსი მისცეს კომანს.

წყარო: tuttosport

8 thoughts on “კომანით ჯენოა და პალერმო ინტერესდებიან

  1. თუ ტევესი,ლორენტე და მატრი წავლენ ეს დარჩება აუცილებლად და ნელნელა დაამტკიცებს რა შეუძლია,ძაან ტექნიკურია და დრიბლინგიც ააქვს,მითუმეტეს იუვეს ესეთების გაზრდა და დახვეწა ყველაზე კარგად ეხერხება,იშვიათია გუნდი გრანდი იყოს და თან ზრდიდეს ფეხბურთელს,ეს რეალმაც კარგად იცოდა მოარატას რო გვაძლევდა

  2. პალერმო კარგი იქნება თან იქნებ პალერმოსთან დავახლოვდეთ მოგწონთ არ მოგწონთ ძამპარინს ტალანტების აღმოჩენა ეხერხება და იქნებ იდე ნახოს ვინე კაია ასეთ გუნდებთან კაი ურთიერთობა დავუთმოთ კინგსლი 1 წლით :forza:

  3. არავითარი გაშვება აქ უნდა იყოს და მეტი სათამაშო დრო მისცენ კოჭებზე ეტყობა მაგარი ვინმეა თან ფრანგია და იუვეს ფრანგებში მაგრად უმართლებს ამის ირგვლივ უნდა აშენდეს იუვეს მომავალი შეტევის ხაზი და აქედანვე უნდა იყოს ჩართული საქმეში უნდა მოიხარშოს იუვესთან ერთად რო სათამაშო სტილი ძვალ რბილში გაუჯდეს :forza: :forza: :forza:

  4. მაგარი ნიჭიერია კინგსლი, ასეთ ტალანტს გაფრთხილება სჭირდება, ისეთ გუნდში უნდა გაუშვან სადაც პრაქტიკა ექნება და დაიხვეწება უფრო )

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.