ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იოჰან კრუიფი “იუვენტუსზე” საუბრობს

იოჰან კრუიფი, ლეგენდარული ფეხბურთელი, რომელსაც არცთუ მცირე ადგილი უკავია “ბარსელონას” ისტორიაში, თვლის, რომ ოქროს ბურთისა და 2015 წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულის მოპოვების საქმეში, ლიონელ მესის კონკურენციას ჯანლუიჯი ბუფონი ღირსეულად გაუწევს. კრუიფი რამდენიმე სიტყვით “ივენტუსსაც” ახასიათებს…

“ოქროს ბურთის მომავალი მფლობელი? მესი ძალიან ძლიერია, მაგრამ წელს მას კარგი კონკურენტი ჰყავს ჯანლუიჯი ბუფონის სახით. ეს დიდებული მეკარეა, რომელიც საკუთარ უმაღლეს დონეს უკვე წლების განმავლობაშია აჩვენებს. საერთოდაც, “იუვეში ახლა ბევრი კარგი ფეხბურთელია, ეს ეხება პირლოს, ვიდალს, პოგბასა და ალვარო მორატასაც. დღევანდელი “იუვენტუსი” მომწონს. ტურინელებმა ფინალში ყველაფერი სწორად გააკეთეს, იყვნენ კონცენტრირებულნი და თამაშობდნენ საკუთარ სტილში, რამაც საშულება მისცათ, “ბარსელონას” კართან რამდენიმე სახიფათო მომენტი შეექმნათ, მათგან ერთ კი გოლადაც აქციეს. მაგრამ “ბარსელონა” “ბარსელონაა”, კატალონიელები ძალიან ძლიერები არიან. ”

” დარწმუნებული ვარ, “იუვენტუსი” “ჩემპიონთა ლიგის” მოგებისათვის მომავალ წელსაც იბრძოლებს. წელს ფინალს მიაღწიეს, თუმცა “ბებერი ქალბატონი” კარგ თამაშს უკვე რამდენიმე წელია აჩვენებს. ეს იტალიური ფეხბურთისთვისაა ძალიან კარგი, რომელიც მე პირადად, რამდენიმე მიზეზის გამო მომწონს. პირველ რიგში ეს მიზეზი ფეხბურთელების მაღალი კლასის ტექნიკაა, თანაც მიზიდავს მათი სწრაფი თამაშის სტილი და ის, რომ თითქმის არ აძლევენ თავისუფალ სივრცეს მოწინააღმდეგეს. ” -ამბობს კრუიფი.

წყარო: football italia

4 thoughts on “იოჰან კრუიფი “იუვენტუსზე” საუბრობს

  1. 100 პროცენტიან :up: ჯიჯის ოქროს ბურთი რო ეკუთვნის ისე არავის არ ეკუთვნის დღეს ჯიგარი ხარ იოჰან იმედია ყურს დაუგდებენ ფიფაში შენს სიტყვას მითუმეტეს ღორი ბლატერი წაშავდა.ფორცა ჯიჯიიიიიიიიიიიიი :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.