ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ოფიციალურად : ოგბონა “ვესტ ჰემის” ფეხბურთელია

ლონდონური “ვესტ ჰემის” ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ტურინის “იუვენტუსიდან” ანჯელო ოგბონას ტრანსფერი დაადასტურა.ჩაქუჩებს იტალიელი მცველის ტრანსფერი დაახლოებით 7.9 მილიონი ფუნტ-სტერლინგი, ანუ 11-12 მილიონი ევრო დაუჯდათ.მოთამაშემ უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება და ოფიციალურ ვებ-გვერდს მცირე ინტერვიუც მისცა : “გახარებული ვარ, პრემიერ ლიგაში თამაში ყოველთვის მსურდა, ლონდონი შესანიშნავი ქალაქია.ვფიქრობ, ვესტ ჰემში ტრანსფერი მართებული გადაწყვეტილებაა ჩემი მხრიდან.მისტერ ბილიჩთან და ახალ თანაგუნდელებთან შეხვედრას მოუთმენლად ველი, მზად ვარ გამოწვევისთვის”. შეგახსენებთ, რომ ოგბონა ბებერ ქალბატონში 2013 წლიდან თამაშობდა, იგი ტურინულ გრანდში ტორინოდან ჩაირიცხა, 13 მილიონი ევროს სანაცვლოდ.

წყარო : Football Italia

 

9 thoughts on “ოფიციალურად : ოგბონა “ვესტ ჰემის” ფეხბურთელია

  1. საიმედო ზამენა იყო .. მით უფრო კიელინი ტრავმატულიც არის და პლიუს ნაირ ნაირი ფერის ბარათებს ხშირად იღებს

  2. ვერ განვითარდა ისე როგორც საჭიროა იუვენტუსში სათამაშოდ, აშკარად აკლდა რაღაც, თითქოს კარგად თამაშობდა და საჭირო მომენტში საოცრად არადამაჯერებლად მოქმედებდა )) წარმატებები ვესტ ჰემში, იმედია ინგლისში კარგად ასპარეზობით ნაკრებს გამოადგება

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.