ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

sky: “იუვენტუსი” გოდფრედ დონსას ტრანსფერს უმიზნებს

http://d.ibtimes.co.uk/en/full/1425740/godfred-donsah.jpg“იუვენტუსმა” “კალიარის” 19 წლის იმედისმომცემ ნახევარმცველ გოდფრედ დონსას დაადგა თვალი. განელი “სერია ა” -ში დებიუტის შემდეგ, არსენალთან”, “ლივერპულთან”, “სამპდორიასა” და “რომასთან” დააკავშირეს, ახლა კი რადარზე ტურინული გუნდიც გამოჩნდა. როგორც Sky Sport Italia იტყობინება, “იუვენტუსი” ფეხბურთელს უკვე ამ კვირის ბოლოს გაიფორმებს. “ბიანკონერის” მიზნად განელის გამოსყიდვის უფლებით არენდის გზით გადმობირებაა. ნიჭიერი ნახევარმცველის სანაცვლოდ,”კალიარი” რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელს მიიღებს, მათ შორის ალბერტო ჩერის, ანდრეს ტელოსა და დავიდე არასს. დონსას აქტივში “სერია ა” -ში ჩატარებული 21 შეხვედრაა ორი გატანილი გოლითა და ერთი საგოლე გადაცემით. ნახევარმცველის სატრანსფერო ღრებულებად, დაახლოებით, 7 მილიონი ევრო სახელდება.

წყარო: football italia

4 thoughts on “sky: “იუვენტუსი” გოდფრედ დონსას ტრანსფერს უმიზნებს

  1. ესეთი სატრანსფერო პოლიტიკა იუვეს არასდროს ქონია აქ არამგონია ვინმე ისეთი იყოს ვინც 1910 წელს გულშემატკივრობდა კლუბს :lool: კლუბი რო იტყოდა ამით ვინტერესდებიო ყიდულობდა იბრაჰიმოვიჩის დონის ტალანტს და მსოფლიოს საუკეთესო საყრდენს ყიდულობდნენ :lool: :chuvak:

  2. ეგაა სატრასფერო პილიტიკაა )) ეხლა ლიორტენტესაც 15 მილიონად გაყიდიან ) და დიბალა ძაძას ტრასფერი ამოვიდა )) :D:D )) ისიც სასუოლო და პელერმო გროშებად მიიღებენ მაგ თანხას ) )) არავინ ამბობს აქ რო ბარსას და რეალის დონის ტრასფერები შეუძლია იუვეს ) მაგრამ კარგად შეხედეთ გუნდი არ ხარჟავს ფაქტიურად არაფერს )

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.