ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ვენგერი ლორენტეში 11 მილიონს იხდის

არსენ ვენგერის განცხადებით მისი წინა ხაზი ჯერჯერობით არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული და კლუბი განაგრძობს მაღალკვალიფიციური ფორვარდის ძიებას. ბრიტანელი ჟურნალისტების აზრით კი ფერნანდო ლორენტე გაცილებით ახლოს ზუსტად არსენალში გადასვლასთან არის და არა მანჩესტერ იუნატედში, როგორც ამას ადრე აცხადებდნენ. ვენგერი მზად არის იტალიელებს 11 მილიონი ევრო დაუთმოს ახმახი ფორვარდის სანაცვლოდ, რომელიც ფრანგი სპეციალისტის მოსაზრებით კონკურენციას გაუწევს ოლივიე ჟირუს. თავის მხრივ აპენინელები პრინციპში უკმაყოფილონი არ უნდა იყვნენ, რადგან ორი სეზონის წინ ნანდო საერთოდ უფასოდ ჩაიგდეს ხელთ. მარიო მანჯუკიჩის, სიმონე ძაძას და პაულო დიბალას მოსვლის შემდეგ ლორენტეს ტურინულ კარიერას კითხვის ნიშანი გაუჩნდა და ამიტომაც მალე ჩვენ გავიგებთ თუ სად განაგრძობს ბასკი კარიერას.

წყარო: tuttosport

3 thoughts on “ვენგერი ლორენტეში 11 მილიონს იხდის

  1. ცოტაა არსენ ნანდო მთელ ევროპას უნდა 16-ად თავისუფლად გავყიდით. ისე ამას თვეების წინაც ვამბობდი მარა არავინ დამიჯერა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.