ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დრაქსლერის საკითხი უახლოეს 48 საათში უნდა გადაწყდეს

უახლოეს 48 საათში იულიან დრაქსლერის საკითხი უნდა გადაწყდეს.იტალიური პრესის ცნობით, ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელობა ორშაბათს ან სამშაბათს აპირებს სატელეფონო კონტაქტზე გასვლას “შალკეს” წარმომადგენლებთან და ჯუზეპე მაროტას მიზანი წინასწარი შეთანხმების მიღწევა იქნება, გერმანიაში ჩასვლამდე.თავად ფეხბურთელთან ბებერ ქალბატონს ხელშეკრულების დეტალები შეთანხმებული აქვს, 21 წლის ნახევარმცველი იტალიაში სეზონურად 3,5 მილიონს გამოიმუშავებს და ეს თანხა ბონუსების ჩათვლით დაახლოებით 4 მილიონ ევროს გაუტოლდება.ინფორმაცია დეტალების შეთანხმების შესახებ უკვე დრაქსლერის აგენტმაც დაადასტურა, ასე რომ, დარჩენილია მხოლოდ მოლაპარაკებები “შალკეს” პირველ პირებთან.დიდი ალბათობით, გელზენკირხენელები სასურველი წინადადების მიღების შემთხვევაში იულიანს შეელევიან, გასარკვევია ის, რამდენის გადახდაზეა მზად იტალიური მხარე.რაც შეეხება მარცხენა მცველს, აქ მაროტას ფავორიტი ალექს სანდროა, თუმცა ბრაზილიელის ფასის გამო ტურინელებს მასზე უარის თქმა უწევთ, მეტნაკლებად ხელმისაწვდომი კანდიდატურა გილერმე სიკეირაა, ეს უკანასკნელი “ატლეტიკოში” ფელიპე ლუისის დაბრუნების შემდეგ მადრიდიდან აბარგებასთან ძალიან ახლოსაა.

წყარო : Tuttojuve

2 thoughts on “დრაქსლერის საკითხი უახლოეს 48 საათში უნდა გადაწყდეს

  1. სიკუერას დააჯექით კარგად მოუჭირეთ არ გაგექცეთ :lool: :chuvak: :blin: ვნახოთ ვნახოთ მაქსმაც აღნიშნა ინტერვიუში რო სივრცის ამოსავსობად კაცი მოსაყვანია და უეჭველი იყიდიან ვინმეს მთავარია გუარინი და კუადრადო არ იყოს დრაქსლერის მოსვლას მივესალმები :forza:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.