ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პრანდელი მომავალ სეზონსა და “იუვეს” სატრანსფერო პოლიტიკაზე საუბრობს

“ფიორენტინასა” და იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ჩეზარე პრანდელიმ “სერია ა” -ს მოახლოვებული სეზონის შესახებ საკუთარი მოსაზრებები Il Corriere Dello Sport -ს გაუზიარა. გამოცდილი სპეციალისტის აზრით, გულშემატკივარი უფრო დაბალანსებულ ჩემპიონატს იხილავს…

“პირველი სიტყვა, რაც მომავალი სეზონის შესახებ ფიქრისას მომდის თავში არის დაბალანსებული. “იუვენტუსი” ფრთხილად უნდა იყოს, რადგან “ნაპოლი” გაძლიერდა, “რომასა” და “მილანს” კი ნათელი ხედვა აქვთ და ისევ სურთ მთავარი მოთამაშეები გახდნენ, “ჩემპიონთა ლიგის” ზონაში მაინც. შემდეგ მოდიან “ფიორენტინა” და “ლაციოც”, რომელთა დაუფასებლობაც არ შეიძლება. ”

” არ მიყვარს ის გუნდები, რომლებიც ერთი და იმავე სტილის გადაწყვეტილებებს იღებენ. ტევესი წავიდა და მოვიდა მანძუკიჩი, ეს ყველაფერი უკეთესობისკენაა. არ არსებობს არანაირი “მეორე აპაჩე” და არასწორი იქნებოდა მისი ძიება. ჯობია გუნდის სტრუქტურა და თამაშის სტილი შეცვალო, ეს ახალი სტიმულიცაა გუნდისთვის. “იუვენტუსმა” სამი მსოფლიო დონის მოთამაშე იმავე კლასის ფეხბურთელებით ჩაანაცვლა.”

წყარო: football italia

5 thoughts on “პრანდელი მომავალ სეზონსა და “იუვეს” სატრანსფერო პოლიტიკაზე საუბრობს

  1. მაგარი კაცია პრანდელი რავიცი რავიცი ჩემი აზრით არც მანჯუკიჩI არ არის ტევესის დონის და არც ხედირა პირლოს დონის და ჯობია ბრუცომ იჩქაროს სანამ სატრანსფერო ფანჯარა დაიხურება და ვიმე ნორმალური ტრეკუარტისტა მოიყვანოს მე პირადდ გიოცე მინდოდა მაგრამ არაო დრაქსლერიც არ გადმოდის და ისკოზე უნდა იჩალიჩონ და ერთი მაგარი ნახევარმცველიც გვინდა მე პირადად ვერატი გამისწორდებოდა მაგრამ არ არიან ეგენი ვერატის მომყვანები თუ ისევ უნდათ რომ უეFაზე იგივე წარმატებას მიაღწიონ და ფინალიც მოიგონ მინიმუმ კიდევ ორი ფეხბურთელი უნდა მოიყვანონ :forza: :juvee: :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

  2. ან დელ პიეროზე,, საცოდავი ნედვედი,, შემთხვევით ეცვა ეგ 11,, ასხლა სიკეირას უთქვამს 3 მე მინდაო და,, ჩემი უბნელი ავთო თუ გადაიყვანა იუვემ, უეჩველი ბუფონს 1ს აახევს

  3. მიდით, წაიყვანეთ,, იქნებ 11 ფეხბურთელს ჩააცვან მერე,, მიდი კომანი,, წადი, ადი,, გადი,, დი, ი და რაც გინდა ის ქენი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.