ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსი” მხითარიანს ემშვიდობება

“იუვენტუსი” გიოტცესა და დრაქსლერის შემდეგ “ბუნდესლიგის” კიდევ ერთ ვარსკვლავს უშვებს ხელიდან. როგორც L’Independent -ი იტყობინება, დორტმუნდის “ბორუსიას” ნახევარმცველი ჰეინრიხ მხითარიანი მალე “პრემიერ ლიგაში” გადაბარგდება და მერსისაიდული “ლივერპულის” მაისურს მოირგებს. შეგახსენებთ, ავტორიტეტული ტაბლოიდები სომეხ ფეხბურთელს დიდი ხნის განმავლობაში ასახელებდნენ “იუვენტუსის” სატრანსფერო სამიზნედ, თუმცა, როგორც ჩანს, “ბებერი ქალბატონის” დირექტორატის გეგმაში 26 წლის მხითარიანის ყიდვა არ შედის. “ლივერპული” ფეხბურთელში 15 მილიონ ფუნტ-სტერლინგს იხდის, რაც 21 მილიონ ევროს შეადგენს.

წყარო: itasportpress.it

7 thoughts on ““იუვენტუსი” მხითარიანს ემშვიდობება

  1. არსად არ გადადის ეს))) ამ ჯურნალისტებმა რეალური მაინც დაწერონ რამე :lool: კოუტინიო, ფირმინო, ლალანა და ახლა ეს? ოთხი შემტევი ნახევარმცველით თამაშს აპირებს ლივერპული? :givi: ზეჭორია

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.