ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კუადრადოს ტურინში ხვალ ელიან

ჯუზეპე მაროტა მაქსიმალურად ჩქარობს ხუან კუადრადოს ტრანსფერის დახურვას, რათა შემდეგ მთლიანად გადაერთოს იულიან დრაქსლერზე.კორიერე დელო სპორტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტურინელებს პრინციპულ შეთანხმებას ლონდონის “ჩელსისთან” მიღწეული აქვთ, 1,5-2 მილიონი ევრო ერთწლიანი არენდის სანაცვლოდ, იტალიაში დაბრუნების მომხრე კი თავად კოლუმბიელი ფეხბურთელიცაა.ამავე წყაროს მტკიცებით, 27 წლის ნახევარმცველის ტრანსფერი ოფიციალურად ხვალ უნდა დადასტურდეს, რის შემდეგაც კუადრადო ტურინში ჩავა და სამედიცინო შემოწმებას გაივლის.შეგახსენებთ, რომ სერია ა გილერმესთვის უცხო არაა, იგი ჯერ “უდინეზეში”, შემდეგ “ლეჩესა” და “ფიორენტინაში” ასპარეზობდა.

წყარო : Tuttojuve

6 thoughts on “კუადრადოს ტურინში ხვალ ელიან

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.