ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსი” დრაქსლერის სანაცვლოდ 30 მილიონის გადახდას დათანხმდა

ტურინის “იუვენტუსი” იულიან დრაქსლერზე ახალ შეტევას ამზადებს.ლიბეროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯუზეპე მაროტა გერმანელ ნახევარმცველში 30 მილიონი ევროს გადახდას დათანხმდა, თუმცა იმ პირობით, რომ ეს თანხა “შალკეს” ანგარიშზე სამი წლის განმავლობაში ჩაირიცხება.დაახლოებით ერთი თვის მანძილზე ბუნდესლიგის ბინადრები სწორედ 30 მილიონ ევროს ითხოვდნენ და ამ რიცხვის ხსენების შემდეგ, მოლაპარაკებების გამართვა ბევრად იოლი უნდა გახდეს.სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ერთ კვირაზე ნაკლები რჩება და “უდინეზესთან” სენსაციურად დამარცხებამ ბიანკონერებს ფულის დრაქსლერში დაბანდებისკენ უბიძგა.დღეს ან ხვალ მაროტა გერმანიაში აპირებს გაფრენას რათა საბოლოოდ გაიგოს პასუხი, ჰქონდეს თუ არა იულიანის გადმობირების იმედი.აღსანიშნავია, რომ თავად 21 წლის ტრეკუარტისტა ჟურნალისტებთან “იუვეზე” საუბარს თავს არიდებს, თუმცა როგორც პრესა იტყობინება, მისი გული ტურინისკენ მიიწევს.

წყარო : Tuttojuve

19 thoughts on ““იუვენტუსი” დრაქსლერის სანაცვლოდ 30 მილიონის გადახდას დათანხმდა

  1. Ki kaia cuadrado aq zogi krasichs adarebda mara egre araa dzaan teqnikuria uswrapesi da udzlieresi dartkmit sheudzlia dzalian bevr poziciaze tamashi da krasicivit utvino da uklaso araa :chuvak: ise tundac ar moiyvanon martla draxleri kmayopili var wels juvem yvelaze magari transferebi gaaketa :forza:

  2. კუადრადოზე ტექნიკური და სწრაფი ფეხბურთელი ძალიან ცოტაა დღეს. პასიც ძალიან კარგი აქვს და დარტყმაც ეს ყველა ის თვესაბაა შემტევ ნახევარმცველს ჭირდება. და კიდევ ერთი პლიუსი ისაა რომ სერია ა-ს მშვენივრად იცნობს ვერ ვხედავ მიზეზს რატომაც ვერ გაქაჩავს ტრეკვარტისტად

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.