ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

გაზეტა : ძაძა “ვესტ ჰემს” უახლოვდება

მომავალ ზაფხულს საფრანგეთში ევროპის ჩემპიონატი გაიმართება, სიმონე ძაძას ერთ-ერთი მთავარი სამიზნე კი ანტონიო კონტეს საბოლოო სიაში ყოფნაა.ფაქტია, ტურინის “იუვენტუსში” მეექვსე ფორვარდის სტატუსით ხსენებული ტურნირის საგზურის ხელში ჩაგდება რთული იქნება, სწორედ ამიტომ გადადის ძაძა პრემიერლიგაში.გუშინ მთელი დღის განმავლობაში სიმონეს აგენტი ლონდონში იმყოფებოდა და “ვესტ ჰემთან” მოლაპარაკებებს მართავდა, გაზეტა დელო სპორტის ინფორმაციით, შეთანხმების მიღწევასთან მხარეები ახლოს არიან და სულ მალე 23 წლის ფორვარდი ჩაქუჩების ფორმას მოირგებს.ტრანსფერს არენდის სახე ექნება და იგი ბრიტანელებს 3 მილიონი ევრო დაუჯდებათ, ძაძას გამოსყიდვა კი 15 მილიონამდე დაჯდება.მიღებული და პლიუს დაზოგილი თანხით ჯუზეპე მაროტა იულიან დრაქსლერის ხელში ჩაგდებას აპირებს.

წყარო : Tuttojuve

12 thoughts on “გაზეტა : ძაძა “ვესტ ჰემს” უახლოვდება

  1. კონტე სანამ არ ჩაუვარდება მაროტას და ალეგრის ტურინში მანამდე არ მოისვენებენ :chuvak: თავპირებს დაულეწავს ნებისმიერს იტალიაში კონტე :chuvak:

  2. karგია კუარდადო ზუსტად რაც გვცჰირდება ამ ეტაპზე. ეს და დრაქსლერი. და ოკტომბრის ბოლოსკენ. უკეტესს იუვეს ვიხილავტ. ეხლა დრასლერი და ეგარი.დიბალას გამოკენება კი ჰსეიდზლება მაგ პოზიციაზე. მაგრამ დრო უნდა ტან ალეგრი ზამენიდან ატამაჰსებს. ალეგრიმ აურია მაგრად. დრაქსლერი დზაან სერიოზულია იმენა მე გიოტცეს ეგ მიჯობს. მტავარია გაიხსნეს. მაგიტო კარგიაა კუარდადო რომ დაიმატეს

  3. არანაირი კომანი და ლორენტე 1 მორატაა 2 მანჯუკა და 3 ძაძა, დღეს ასეა და სეზონი რო გახურდება უკეთესად გამოჩნდება რეალურად ვინ ვინაა, მე მანჯუკა დაყვინვას ველოდები

  4. lorენტე სევილიაში მიეთრევა, არ იჩქაროს ძაძამ წასვლა, თუ მაინდამაინც ზამთარში წავიდეს, ნაკრებში დაბრუნებას ზამთრის მერეც შეძლებს

    1. ლორენტე თავის მხრივ ყველა ვარიანტში უნდა წავიდეს მარა ძაძამ არამგონია მორატა ან დიბალა ამოაგდოს. მანძუკიჩს კი გაუწევს შეცვლის კაცობაზე კონკურენციას მარა უნდა სკამზე ჯდომა თვითონ? :chuvak: ჯობია ისევ ვესთ ჰემში მოსინჯოს ძალები

      1. იუვეს დონის კლუბს არ უნდა ყავდეს გამოკვეთილი სკამის კაცი, შანსი ყველას ეძლევს 3 ტურნირზე ვთამაშობთ და ყველას უნდა მიეცეს სათამაშო დრო, ხან ვიღაცა ტრავმას მიიღებს ხან წითელს და დრო ყველას ექნება

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.