ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დელ პიერო:”პოგბა დიდებული ფეხბურთელია”

ბიანკონერის ლეგენდის ალესანდრო დელ პიეროს თქმით პოგბა “უნიკალური” ფეხბურთელია. ფრანგმა მიმდინარე სეზონის დასაწყისში მოირგო 10 ნომრიანი მაისური, რომელსაც წარსულში სწორედ პინტურიკიო ატარებდა:“პოლი დიდებული მოთამაშეა და რაც ყველაზე სასიხარულოა, მას არ შეუჩერებია პროგრესირება. უნიკალური ტალანტი აქვს, ტექნიკა და მოედნის ხედვა. არადა ეს ყოველივე მისი ფიზიკური გაბარიტებიდან გამომდინარე ძალზედ რთულია. სიტი? ვეჭვობ იგი უახლოეს პერიოდში არ დატოვებს ტურინს. გუნდს საამისოდ მცირე მიზეზიც არა აქვს და თავად ფეხბურთელიც დიდ პასუხისმგებლობას გრძნობს”.


“სტერლინგი? რომ არ მოგატყუოთ მისი თამაში ცოცხლად არ მინახავს, თუმცა მესმის რაოდენ მნიშვნელოვანი და ძლიერი მოთამაშეა. ღირდა თუ არა დე ბრიუენში 75 მილიონი ევროს გახადა? გამიჭირდება ამაზე პასუხის გაცემა, რადგან არ ვარ ის კომპეტენტური პირი ვინც მსგავს შეფასებებს უნდა აკეთებდეს. თუმცა, მეორეს მხრივ ეს დიდი თანხაა, ნამდვილად გრანდიოზული. მსგავსი შემთხვევები ფეხბურთელებისთვის დიდი ტვირთი ხდება.

დაუშვა თუ არა მანჩესტერმა შეცდომა როცა ევრას შეელია? დგება დრო როდესაც ესა თუ ის კლუბი გარკვეულ პროექტზე თანხმდება. ევრა დიდებული მოთამაშეა, რომელმაც ეს გასულ სეზონში კიდევ ერთხელ დაამტკიცა. დარწმუნებული ვარ პატრისი მიმდინარე წელსაც განაგრძობს მაღალ დონეზე თამაშს”.

წყარო: football-italia

97 thoughts on “დელ პიერო:”პოგბა დიდებული ფეხბურთელია”

  1. პასებს არიგებდა და ეგ ტევესი არ არი რო თვითონ შექმნას ეგ ბრუციანს უძახე ბალთაყვა 30 წლის კაცი ამდენი ხანია 9 ნომერს თამაშობს და არასდროს უთამაშია 8 ბალთაყვა ბრუციანია თორე მანძუკა სადაც 9 იანს თამაშობდა და ტრექუარტისტა ინსაიდები ყავდა გაქონდა გოლები ძაძაც ეგეთი ბალთაყვაა სხვა კი არაფერი :lool: და შენ შენი სტუირაროს ლეღვობა ვერ ნახე ხო? ეჰ შენ და შენი სუბიექტური ფანობა ერთი დიდი მარაზმია მეტი არაფერი :lool: :chuvak:

  2. ერნანეშის მომყვანს…. თავზე ვაფშე მოედანზეა თუ მარტო სტანდარტების გამო უნდა იყოს სასტავში? მაგან უნდა აიტანოს ბურთი და აიტანოს კი არა ვაფშე დალეღვაობს :blin:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.