ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“ნაპოლი” – “იუვენტუსი” (პირდაპირი ტრანსლიაცია)

164 thoughts on ““ნაპოლი” – “იუვენტუსი” (პირდაპირი ტრანსლიაცია)

  1. კაროჩე ალეგრის ბრალია 90%. რაც არ უნდა იძახოთ ტრანსფერებზე, ის სასტავი გვყავს რო ფროზინონეს და კიევოს მოვუგოთ და ამ ფარჩაკ ნაპოლის მოვაგებინოთ. პროსტა ტიპი რა გადაწყვეტილებებს იღებს და რა ექსპერიმენტებს ატარებს ვერ ვხვდები. ვინმეს მაინც შეეკითხოს.

    1. პადოინს რატო ენდობა ეგრე ვერ გავიგე. რომელი უნივერსალი ეგ ნახა. უნივერსალი ქვია ისეთ ფეხბურთელს რომელიც რამდენიმე პოზიციაზე ერთნაირად კარგად! თამაშობს. ეს კიდე ვერსად ვერ თამაშობს. უნდა დაეყენებინა ბარძალი+კუადრადო. ბარცი წინ არ წავიდოდა მაგრამ დაცვას ჩააბეტონებდა, ზატო კუადრადო დაფარავდა მთელ ფლანგს. ბოლოს და ბოლოს ევრა გადაეყვანა მაგ ფლანგზე, პადოინს მაინც აჯობებდა.

    2. ერნანეში ცალკე თემაა. გასაგებია რო ტიპი საზიზღრად თამაშობს და ეგ ალეგრის ბრალი არაა, მაგრამ ჯერ ერთი რატო აყენებს სასტავში, მეორე ავალებს რო პირლოსავით ითამაშოს. ვინც დააკვირდით დღეს, ზუსტად პირლოს პოზიციაზე იყო და მცველები მაგას აძლევდნენ პასს რო ამოეტანა და გაენაწილებინა. პირლო არი გენია, შეუძლია ნებისმიერი პრესინგიდან გამოვიდეს და ურთულესი პასი გააკეთოს, თან ისეთი მშვიდია რო მუხლები არ უკანკალებს ერნანეშივით. ეს კიდე ისე ხო აზრზე არაა და ამ პოზიციაზე ვაბშე აიჯაგა, რა ექნა აღარ იცოდა. ვერ შეიგნო ალეგრიმ რო წავიდა პირლო და ვერავინ ვერ შეცვლის, შესაბამისად სხვანაირად უნდა ათამაშოს გუნდი.

    3. ფროზინონესთან 36ჯერ დავარტყით და 1 გოლი გავიტანეთ მარტო. იმიტო რო ცივსისხლიანი, გამოცდილი და კლასნი ფორვარდი არ გვყავდა მოედანზე. სიტისთან მანჯუს და მორატას თითო მომენტი ეყოთ გოლების შესაგდებად. მორატა რომ ჯანმრთელია, ძაძა რა პონტში უნდა დააყენო ძირითადში ვერ ვხვდები. ტიპი ბურთს ვერ აჩერებს და ძლივს დარბის. ზამენის იგროკია და ასეთ მნიშვნელოვან თამაშში არ ინდა დააყენო ძირითადში.

    4. დიბალამ ვერ ითამაშა დღეს, მაგრამ ეტყობოდა რომ არ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა. 21 წლისაა, ძაან ნიჭიერია, მაგრამ ახლა მაგას ან ვინმე ფეხბურთელმა უნდა ასწავლოს ან მწვრთნელმა. ეტყობა რო კონკრეტულ დავალებას არ აძლევს. ტიპი დაბნეული დარბოდა.

    5. ზამენებს აგვიანებს ყველა თამაშში. რას უცდის ვერ გავიგე. ხედავ რო შენი უაზრო ტაქტიკა და უტვინოდ შერჩეული სასტავი ვერ ამართლებს, იმდენი გამბედაობა მაინც გეყოს რო შეცვალო რამე.

    6. თავის შეცდომებს არ აღიარებს. გამოვა ახლა და დაიწყებს 10 ახალი ფეხბურთელიო, ტრამვებიო, ნაპოლისთან მატჩი არ იყო მნიშვნელოვანიო, ჯერ ყველაფერი წინააო.

    7. პოგბა ვერ ქაჩავს ლიდერობას და ვერ უძლებს ამ წნეხს. მაგას რო ლიდერად არ მოიაზრებდნენ, ბევრად უკეთ ითამაშებდა. ეტყობა რო ნერვიულობს და ცდილობს თამაში თავის თავზე აიღოს, მაგრამ არ გამოდის. მოკლედ არაა ეგ ჯერ მზად იუვეს ლიდერობისთვის და 10 ნომრობისთვის. კონტეს ბევრი შეცდომა ქონდა, მაგრამ პოგბას 10-ანს არ მიცემდა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.