ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ჰერნანეშმა ტიფოზების კითხვებს უპასუხა

Twitter-ის მეშვეობით ბიანკონერის ტიფოზები ანდერსონ ჰერნანეშს გაესაუბრნენ. ბრაზილიელმა განსხვავებულ კითხვებს უპასუხა და ინტერვიუს მიწურულს ჰიმნიც წაიმღერა:

რატომ აირჩიე იუვენტუსი?

“მსურდა ჩემპიონობა და ლიგაზე ასპარეზობა. ვფიქრობ, ტურინი იდეალური ადგილია სურვილების ასრულებისთვის”.

ტურინში თავს როგორ გრძნობ?

“მშვიდი და ლამაზი ქალაქია, რომელიც ჩემნაირი მეოჯახე პიროვნებისთვის ზედგამოჭრილია”.

“ალეგრი? ბრწყინვალე პროფესიონალია, რომელიც ტაქტიკური განათლების გარდა მშვენიერი კომუნიკატორია”.

იუვეში გადმობარგებისას განაცხადა, რომ მოუთმენლად ელოდა მინდორზე გამოჩენას.. საინტერესოა რა ემოცია აქვს პირველი ორი მატჩის შემდეგ:

“ჰიმნის მოსმენისას ტანში სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა. ჯერ მარტო იუვე არენაზე ერთი ფეხის შედგმაა საჭირო, რათა სრულად ეზიარო მის ბრწყინვალებას”..

ვერ ავუვლით გვერდს შენს ზედმეტსახელს.. წინასწარმეტყველი..

“იგი ბრაზილიაში შემარქვეს, რადგან თანაგუნდელებისგან განსხვავებულ ეპითეტებს ვიყენებდი.. უფრო ზუსტი რომ ვიყო ციტატებს ბიბლიიდან”.

ჰერნანეში სამი სიტყვით?

“დრიბლინგი, დარტყმა და გადამწყვეტი”.

რომელ პოზიციაზე გრძნობ თავს იდეალურად? გამთამაშებლად, თუ მცველების წინ?

“სიტუაციას გააჩნია, ისე კი სწორი იქნება თუ ბალანს ვიპოვნი”.

როდის ისწავლე ორივე ფეხით იდეალურად თამაში?

“პრაქტიკა, პრაქტიკა და კიდევ ერთხელ პრაქტიკა”.

რომელი ფეხბურთელი იწვევს შენში განსაკუთრებულ აღფრთოვანებას?

“არ ვიცი.. თუმცა ჟორჟე ფელიპეს თამაში მსიანოვნებს, რომელიც მარცხენა მცველი იყო და შუახაზში ასპარეზობდა”.

იუვეს რომელ სამ ლეგენდასთან ერთად იასპარეზებდი?

“ზიდანთან, დელ პიეროსთან და ნედვედთან ერთად”.

ვისთან საუბრობ გასახდელში ყველაზე მეტად?

“ყველასთან, თუმცა ოდნავ მეტად რა თქმა უნდა თანამემამულეებთან.. ნეტო, რუბიონი, სანდრო..”

ყველაზე ნიჭიერი თანაგუნდელი?

“ურთულესია ამის თქმა, რადგან გვერდს არაჩვეულებრივი ფეხბურთელები მიმშვენებენ.. თუმცა, თუ მაინც და მაინც დასახელებას მომთხოვდნენ პოგბა”.

საუკეთესო თავგადასავალი შავ-თეთრი მაისურით?

“ჩემპიონთა ლიგაში დებიუტი, რომელიც საბედნიეროდ გამარჯვებით დასრულდა”.

14 thoughts on “ჰერნანეშმა ტიფოზების კითხვებს უპასუხა

  1. კაკაბაძე ერთ-ერთი ყველაზე სუსტია პირიქით,უბრალოდ ახალგაზრდაა და ბევრს დარბის და ჩანს,რაც შეეხება ჰერნანეშს,ინტერისტა ნაკლებადაა,ან ვინმეს კაცი,უფრო ლაციო შეიძლება ითქვას,მაგრამ მაგას რა მნიშვნელობა აქვს?მთავარია გუნდს გამოადგეს,მეორე საკითხია რომ ვერ ადგება…ეგრე პირლოს ინტერი-მილანი ქონდა მოვლილი,კანავაროც ინტერში იყო სანამ იუვეში გადავიდოდა,დავიდსიც არ დაგავიწყდეთ,ასე რომ არ არის ეგ დასაძრახი,დასაძრახი იქნებოდა ვთვათ ძანეტი რომ გადმოსულიყო იუვეში,ან თავის დროზე ბერგომი…

  2. ინტერისტა და მადრიდისტა არაფერ შუაშია ზოგადად მართლები ხართ ,მაგრამ ოდნავ ვისაც ესმის ფეხბურთის ეს კაცი უივეს არ სჭირდება და კიდევ ბევრი ვინც იყიდეს…იუვე რომ გახდეს ის იუვე რაც იყო შიშის ზარს რომ მცემდა მართლა და ტოლსწორად რომ ეთამაშებოდა სხვა გრანდებს ,ესეთი ფეხბურთელები რაც შეიძლება ნაკლებნი უნდა იყვნენ…და კიდე ბევრი სხვა ვინცაა ეხლა გუნდში…

  3. Kvekveskiri momwons didi xania,qutaisshic magari goli sheugdo espanets, Im tipis sayrdenia rac tanamedrove fexburts sheefereba
    kvirkveliac magaria, revishvili tavistavad, win mwedlize vawaze orive magali donea, Centri kankava jano vako moked normaluri gundia, stabilurad minimum mesame adgilistvis unda vibrzolot

  4. kargit raaa ra icit eg interistaaa tu xixonis sportingelia ra mnishvneloba aqvs chvenia da chventan tamashobs exla, egre rom mivyvet dgedagame moratas da xediras unda vaginebde radgan yvelaze metad madridis reali mezizgeba, magram chventan tamashoben da chvenebi arian , carsulshi sad iyo daikodet exla juves maisuri acvia da davafasot,

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.