ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსი” კუადრადოს გამოსყიდვას ეცდება

ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელობა ჯერ კიდევ ლონდონის “ჩელსის” მფლობელობაში მყოფი ნახევარმცველის, ხუან კუადრადოს გამოსყიდვას გეგმავს.ჯუზეპე მაროტა და ფაბიო პარატიჩი კოლუმბიელის აგენტთან შეხვედრას დღეს გეგმავენ, ალესანდრო ლუჩი ტურინში ჩამოფრინდება და “ტორინოსთან” მატჩამდე ტურინელთა თავკაცებს შეხვდება.ამ მომენტამდე კუადრადო არენდის წესითაა ბიანკონერებში, თუმცა შავ-თეთრებს მისი გამოსყიდვის უპირატესობა აქვთ და შეთანხმება მხოლოდ ფასზე უნდა მოხდეს, 23,3 მილიონ ფუნტად ნაყიდი ფლანგელის გასხვისება არისტოკრატებს გაცილებით იაფად მოუწევთ.

წყარო : Football Italia

7 thoughts on ““იუვენტუსი” კუადრადოს გამოსყიდვას ეცდება

  1. იუვეს თამაშისას უკვე ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს დელ ნერის იუვე დაბრუნდა და არასტაბილურად თამაში :blin: კონტე დაბრუნდი :up:

  2. დიდი შეცდომა იქნება ამის დატოვება თან ამდენის გადახდა მე ამ ფეხბურთელს 3-5-2ის გარდა ვერცერთ ტაქტიკურ სქემაში ვერ ვხედავ კარგ მოთამაშედ 23 მილიონი რაც ამის გამოსყიდვას უნდა ჯობია სხვების შეძენაში დაიხარჯოს

    1. 3-5-2 ტაქტიკაში კუადრადო კი არა მთელი იუვენტუსი ვერ თამაშობს, სასოულოსთან დაცვითი ტაქტიკა საშინელება იყო და მანდ რო კუადრადო დაცვას და შეტევას ერთად ვერ მოასწრებს ცხადზე ცხადია, ეს შემტევი ნახევარმცველია ფლანგიდან ან 4-3-3 მარჯვენა შემტევი, მაგ პოზიციაზე თამაში ძალიან კარგად გამოსდის და თუ ათამაშებენ გამოიჩენს კიდეც თავს, ლიხტშტაინერიც არ იყო იდეალური 3-5-2 სქემაში, დაცვა შვეიცარიელს იდეალური აქვს მაგრამ შეტევაში პირლოს პასებით გაჰქონდა, ჩაწოდება რო მაგან არ იცის ცხადზე ცხადია, ზატო შეტევის ტემპს გრძნობს იდეალურად და ამიტომაც მოაქვს შედეგი, კუადრადო უფრო შემტევია ვიდრე დამცველი, ლიხტშტეინერს ორივე ერთად გამოსდის

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.