ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბიაზინი:”პოგბა ტურინს ივნისში დატოვებს”

ჟულიო ბიაზინის განცხადებით, ტურინელთა ფრანგი შუახაზელი პოლ პოგბა სეზონის ბოლოს ბარსელონას შეუერთდება.. ბიაზინი პოპულარული საფეხბურთო აგენტია, რომლის კომენტარებს ყოველთვის ყურადღებით უსმენენ:“რამდენიმე დღის წინ მოვისმინე რაიოლას განცხადება.. ფაქტია, პოლი სეზონის ბოლოს აუცილებლად დატოვებს ტურინს და ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით კარიერას კატალონიურ გრანდში განაგრძობს. ტრანსფერს მაქსიმალურად აჩქარებს თავად რაიოლა, რომლის ინტერესიცაა გარიგების განხორციელება. რაც შეეხება იუვეს.. მაროტა გიუნდოგანს აკვირდება.. დიახ, იგი ნამდვილად კარგი ფეხბურთელია, თუმცა იუვე არ უნდა აჩქარდეს და ახალ “პირლო”-დ ბორუსიას შუახაზელი არ უნდა მიიჩნიოს. ლავეცი? მან უკვე განაცხადა იტალიაში დაბრუნების სურვილზე, რაც იუვესთვის მკაფიო შეტყობინებაა”.

წყარო: tuttojuve

16 thoughts on “ბიაზინი:”პოგბა ტურინს ივნისში დატოვებს”

  1. ვერატი უნდა მოიყვანონ აუცილებლად და არც პოგბა არ უნდა გაიყიდოს,10 ნომერი 1 სეზონისთვის არ მისცეს,ეგ კიდე კაი ხანი ითამაშებს აქ

  2. თუ უთხრეს შენი გაყიდვა უფრო მეტ სარგებელს მოუტანს იუვესო და ისეთი პირობები შეუქმნეს პოგბა კი არა მამაზეციერი ვერ დატოვებს. აქ ყველას რატო გონია ფეხბურთელს თუ ყიდიან მარტო მაგის სურვილით? იუვე არ შემჩნეულა ფულის გაკეთებაში თუ რა? პოგბა თუ გაყიდიან ყველა მაგას დააბრალეს სურვილი ქონდა წასვლისო და იმას არავინ იფიქრებს იქნებ ეგ ორმხრივი შეთანხმება იყო. ჩოხას არავინ არ ჩამოახევს ერთმანეთს, არც კლუბი და არც ფეხბურთელი.

  3. არ უნდა წავიდეს და პლიუს ისკოთი უნდა გავძლიერდეთ და პოგბამ უკან დაიწიოს. ან ჩანი ვიყიდოთ და პოგბა ზემოთ დარჩეს :forza:

  4. პოგბა თუ გაყიდეს ჩვენ გუნდი არ ვართ საერთოდ და ვართ პორტო, რომელიც სხვა გუნდებისთვის ფეხბურთელების აღმზრდელი უამბიციო კანტორაა.

  5. გუნდოგანიო? :D
    ერტი ხედირაა ვიდდალის შემცვლელი დ. მე2 ეგ პოგბასი :D

    კაი რ. გუნდი კიარ იზრდება არამედ გადააქციეს ცირკად რა!

    ლემინა
    ერნანეში
    მანძუკიჩი
    ხედირა
    პადოინი
    ეხლა გუნდოგანიო, ბებერი ლავეციო ოსვალდოო :D აგერ სორიანოო კიდე ;)

    ეეეხ… უამბიცია ხმა აუმაგლებელი ალეგრი დუმს დ. ეგაა რა! მარა ანიელი და ნედვედი რატო არ იღებს ხმას???

    თუ პოგბა წავა მასში აღებული თანხით ისკო ა. ოსკარი უნდა მოიყვანონ და ნახევარდაცვის შევსება მე არ ვიცი ვითი შეიძლება!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.