ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მზადება სევილიასთან მატჩისთვის..

თბილისის დროით 21:45-ზე გაიმართება წინასამატჩო პრესსკონფერენცია, რომელიც რა თქმა უნდა სევილიასთან მატჩს მიეძღვნება. ჟურნალისტების წინაშე მასიმილიანო ალეგრი და ჯანლუიჯი ბუფონი წარსდგებიან. მანამ კი ჟურნალისტები სავარაუდო შემადგენლობასა და ტაქტიკურ მონახაზზე საუბრობენ. წინასწარი პროგნოზით ტოსკანელი წარმოშობის თავკაცი 3-5-2 სქემით აპირებას ასპარეზობას. კარს ჯანლუიჯი ბუფონი დაიცავს, ხოლო დაცვის ტრიო უცვლელი სახით წარგვიდგება: ბარძალი-ბონუჩი-კიელინი.. ნახევარდაცვის ფლანგზე პირველადი ინფორმაციით იქნებიან ლიხტშტაინერი და ალექს სანდრო.. რაც შეეხება ცენტრალურ ზონას.. აქ ძალზედ რთულია რაიმე ალტერნატიულის მოფიქრება, რადგან ბიანკონერის შუახაზელთა ერთი რაოდენობა ტრავმირებულია, ხოლო ზოგი საერთოდ არ არის ევროპულ განაცხადში შეყვანილი. საუბარია კვადვო ასამოაზე და სიმონე პადოინზე.. ტრავმირებულები კი არიან სამი ხედირა, ანდერსონ ჰერნანეში და რობერტო პერეირა. შესაბამისად ძირითად შემადგენლობაში უნდა ველოდოთ მარკიზიო-სტურარო-პოგბას.. თავდასხმაში დიბალას მეწყვილის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია, რადგან მარიო მანჯუკიჩმა უკანასკნელი სამწვრთნელო სესია სპორტ დარბაზში განცალკევებით გაიარა..

წყარო: TuttoJuve

8 thoughts on “მზადება სევილიასთან მატჩისთვის..

  1. xval mosinjos 3-4-3 an 4-3-1-2 xom Seidzleba magram vidzaxi rom Sibakaatko da egrea prosta aq umartlebs italiaSi imitorom sxva araa aravin. visac moscons misi saqmea. kvardado sandro lixta es flangelebi zustad am taqtikistvisaa magram ramdenjer mosinja imdenjer caago, eg kontes taqtikit tamaSobs gundi ager ukve 3 celia tu meti. alegris gaumartla SarSan finalamde rom mivida vidali tevesi da genia pirlo.damijerer egrea .dzaan mitkdeba rom erti seriozuli transfers ver aketeben. gmertma dagvifaros rom vinme grandi Segvxvdes, xedira risi gamtamaSebelia egaa chamhsleli. gamtamasebeli da Semsrulebeli sxvaramea

  2. ამ ხელმძღვანელობას რა უთხარი,ამ ცხვარივით მწვრთნელმა ერთი კაი ტრეკვარტისტა მოითხოვა 2 წელია და ვერ მოუყვანეს,11 მილიონიანი 30 წლის ტრეკვარტისტა რო ვერ ივარგებდა მაგას რათ უნდოდა ლაპარაკი,ამ ფასად ან ახალგაზრდა უნდა მოიყვანო რო გაიზარდოს ან დიდი ფული უნდა გადაიხადო უკვე ასაკიანში რო გამოცდილია.ბრუციმ რაც ქნა კი ჩანს,გუნდი ისევ ტრეკვარტისტას გარეშEა.შეგვრჩა ეს სვარკა 3-5-2

  3. ამ ბოლო დროს ძაან ცოტა დროს აძლევს კუადრადოს იმედია ხვალ მაინც იქნება ძირითადში, ლიხშტაინერის შეტევა არ გაიშვას

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.