ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პერესი პოგბას ტრანსფერისთვის 130 მილიონს ამზადებს

ესპანური პრესის მტკიცებით ფლორენტინო პერესი 130 მილიონი ევროს ინვესტირებას გეგმავს პოლ პოგბას ტრანსფერში. ჟურნალისტების მხრიდან გაჟღერებული ინფორმაციის თანახმად, ფლორენტინომ ამ ნაბიჯის გადადგმა ზინედინ ზიდანთან გამართული კონსულტაციის შემდეგ გადაწყვიტა. ამასთანავე მას სურს კონკურენტების დამარცხება, რადგან ბარსელონას უკანასკნელი წინადადება 95 მილიონს შეადგენდა. ფრანგი ფეხბურთელი, კვლავინდებურად რჩება წამყვანი ევროპული კლუბების ინტერესთა სფეროში, რომლებიც ერთი-მეორეს მიყოლებით დიდ თანხებს არ იშურებენ მის სანაცვლოდ. მადრიდელთა მცირედი უპირატესობა ამ ეტაპზე არის ზიდანი, რომელიც გამორჩეულად აფასებს თანამემამულის მახასიათებლებს.. პარალელურად კატალონიური მასმედია იუწყება, რომ ბარსელონა ზაფხულში ახალ, გრანდიოზულ წინადადებას ამზადებს იუვეს 10-იანისთვის..

წყარო: tuttosport

37 thoughts on “პერესი პოგბას ტრანსფერისთვის 130 მილიონს ამზადებს

  1. არ მჯერა 130 მილიონის…მაგრამ თუ მართალია დაუფიქრებლად უნდა მივყიდოთ…ეგ კაცი ვერ გაქაჩავს იუვეს ლიდერობას (პირველობას თორემ ერთ-ერთი ლიდერი უდავოდაა)…ზიზუს ვარიანტი იქნება რა 3 ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელს მოვიყვანთ ყველა რგოლში…

  2. პოგბა რეალში არ გადავა. არ ევასება რეალი და კრისტიანოსაც პერიოდულად ცუდად მოიხსენიებს. პოგბა თუ წავა მხოლოდ ბარსაში. მესი ევასება ტიპს მაგრად და ბარსა როგორც კლუბი. შესაბამისად სანამ ინიესტა არ წავა და მისი შემცვლელის ძიებას არ დაიწყებს ბარსა პოგბა არსად არ წავა. მერე გაისვრის ბარსა დიდ კუშს და წაიყვანს პოგბუნიას :))

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.