ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ჰერნანეში:”ტურინში გამორჩეული ატმოსფეროა”

ჟურნალისტებთან საუბარში ბიანკონერის ბრაზილიელმა ნახევარმცველმა მიმდინარე პერიოდი მიმოიხილა:“საკუთარი თავის მთავარ პლიუსად ყოველთვის ადაპტაციის სწრაფ უნარს მივიჩნევდი. ტურინში ყოფნის საწყის ეტაპზე გარკვეულ სირთულეებს მართლაც წავაწყდი.. ახალმა პოზიციამ დიდი თავსატეხი შემიქმნა.. ამას დავუმატოთ კრიტიკა, რომელმაც არ დაახანა.. საბედნიეროდ მწვრთნელი ყველას აძლევს შანს, ეს კი ფსიქოლოგიური კუთხით ფეხბურთელისთვის ბევრს ნიშნავს. დღეისათვის, სიტუაცია გამოსწორდა და საკუთარ პოზიციას კარგად შევეგუე.. ვთვლი, რომ ადაპტაცია გავიარე და სამპდორიასთან ნაჩვენები შედეგით კმაყოფილი დავრჩი. აუცილებლად განვაგრძობ პროგრესირებას, რათა გუნდს მეტი ეფექტურობა შევძინო. ტურინში გამორჩეული ატმოსფეროა, აქ მხოლოდ გამარჯვებას აფასებენ.. რაც მთავარია ჩვენ კარგად ვიცით თუ როგორ უნდა მივაღწიოთ დასახულ მიზანს”.

წყარო: Tuttojuve

7 thoughts on “ჰერნანეში:”ტურინში გამორჩეული ატმოსფეროა”

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.