ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრის ტრეკუარტისტა სურს – მაროტა ოსკარის წარმომადგენელს შეხვდა

Tuttosport-ის ინფორმაციით მასიმილიანო ალეგრი განაგრძობს ხელმძღვანელობასთან კონსულტაციას ბრაზილიელი ოსკარის თაობაზე..

როგორც ტურინელი მიმომხილველები იუწყებიან, მთავარი მწვრთნელი ჯიუტად ითხოვს ტრეკუარტისტას პოზიციაზე სწორედ ჩელსის გამთამაშებლის მოყვანას. ხელმძღვანელობამ თავის მხრივ კონკრეტული ნაბიჯი გადადგა და ფეხბურთელის წარმომადგენელთან შეხვედრა გამართა. ჯერჯერობით კონკრეტულ თემებზე საუბარი უადგილოა, თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მომავალ სეზონში არისტოკრატები ნაკლებად მოსალოდნელია ჩემპიონთა ლიგის ტურნირზე იასპარეზონ, რეალურს ხდის რამდენიმე ფეხბურთელის წასვლას. მათ შორის ოსკარისაც, რომელსაც მსგავსად ჩელსისა რთულ პერიოდს გადის.

თავის მხრივ ალეგრის ძალიან სურს გუნდის 4-3-1-2 ტაქტიკურ მონახაზზე გადართვა.. ტოსკანელი თავკაცის მოსაზრებით ეს არის იდეალური ტაქტიკური მონახაზე, რომელიც ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში გუნდს კონკრეტულ შედეგს მისცემდა.. ბრაზილიელი ჰერნანეშის წარუმატებელი პროექტის შემდეგ, მაქსი იძულებული გახდა 3-5-2 ს დაბრუნებოდა და მისი სიტყვებით, მანამ სანამ პერეირა არ გამოჯანმრთელდება იძულებულია აღებულ კურს მიუყვეს.. ჟურნალისტები ერთხმად აღნიშნავენ, რომ მოახლოებულ ზაფხულზე ხელმძღვანელობა ალეგრის მის სატრანსფერო სურვილს, აუცილებლად დააკმაყოფოლებს. იქნება თუ არა ეს ოსკარი ან სხვა რომელიმე შემტევი შუახაზელი დრო გვიჩვენებს..

წყარო: Tuttosport

12 thoughts on “ალეგრის ტრეკუარტისტა სურს – მაროტა ოსკარის წარმომადგენელს შეხვდა

  1. კაი რა მართლა ერთ ტრანსფერს ითხოვს მაქსი და 20 მილიონი რა გახდა იუვესთვის. ტეიშეირაც გაასწორებდა ისე

  2. კონტე რომ არა ისევ 7 ადგილზე ვიქნებოდითო ეს ზღაპრები შეიძლება ახლა ვინც დაიწყო იუვეს ბალეშჩიკობა იმას მოუყვეთ :lool: :lool: . კონტეს წვლილს არავინ უკარგავს მაგრამ 7 რომ გავდიოდით გახსოვთ ის გუნდი??? რა შემადგენლობა გვყავდა????
    მარტო ნახევარდაცვა ავიღოთ სისიოკო მელო სალიხამიჯიჩი, მარკიონი, პატარა მარკეზე, აი ესენი რომ გადაადნო ნახევარი პირლოსოდენსაც ვერ შექმნი, კონტეს საუკვეთესო ნახევარდაცვა ყავდა მსოფლიოში,
    2 დაცვა.
    მელბერგი მოლინარო :lool: :lool: :lool: ვაი ვის მივჩერებოდი იუვეს მაისურში, კონტეს კი ერთ ერთი საუკვეთესო დაცვის ხაზი ყავდა მსოფლიოში,
    კრასიჩი იყო გუნდის ერთ ერთი ლიდერი კონტემ კი მისი ადგილი სკამზეც ვერ ნახა რატო???? იმიტომ რომ ბევრად ძლიერი შემადგენლობა ყავდა ვიდერე ის 7 ადგილოსან იუვეეეეეეეეეს

  3. კონტეს და ალეგრის ნუ შეადარებთ რა,კონტეს დამსახურებით დავბრუნდით ბუნებრივ პოზიციაზე.ჩემი აზრით ეს ისტორიული სედეგია

    1. მარტო ერთი რამით გვანან ერთმანეთს არცერთი არ აწუხებს ხელმძღვანელობას ტრანსფერების გაჩარხვაზე ჰაჰა წელიწადში 1ხელ რაღაც აზრი მოუვიდეთ ტვინში ისიც არ ასრულებენ ეს …… :blin: :lool:

  4. კონტესგან განსხვავებით ალეგრი არ იბოღმება, რასაც უყიდიან იმით თამაშობს და ერთი თავის ჭკუაზე რომ უყიდონ ღირსი არ არის?

    1. და კონტე როდის ითხოვდა ვარსკვლავების წყვეტას რო? ბოლოს რო უკვე 3-5-2 ჟანგიანი ჯართი გახდა და სულ რო 1 წერტილზე ვიყავით გაჩერებულები და წინ ვერ მივიწევდით ადგა და ხმა ამოიღო.

  5. მიეცით რა რამდენიც უნდათ,დავიჯერო 35 მილიონში არ მისცემენ,მესის ხოარ ითხოვს,მოუყვანეთ მალეეეე,წელს რო ოსკარი ყავდეს ალეგრის დარწმუნებული ვარ ლიგას მოიგებდა,ოსკარი და პირლოს ადგილზე ტოპ ვარსკვლავი ხოლოთ,გადაგდებული ჯართი კიარა :blin:

  6. ხო რა ტვინი წაიღეს კაცი ამდენი ხანია გამთამაშებელს ითხოვს! იმიტომაც დაუბრუნდა მამაპაპურ 3-5-2 ტაქტიკას მაქსი! ამ ტაქტიკით თუ სისტემატიურად ლიგაზე ვითამაშებთ ვერაფერს მივაღწევთ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.