ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მარკიზიო:”ბუფონი უნიკალურია და საინტერესოა, მის ასაკში რონალდო და მესი სად იქნებიან”

ჟურნალიტსებთან საუბრისას კლაუდიო მარკიზიომ ჯანლუიჯი ბუფონი და პაულო დიბალა შეაქო:

“ორი აზრი არაა, რომ ჯიჯი ოქროს ბურთის კანდიდატთა შორის ადგილს იმსახურებდა. არაერთხელ მოვისმინე თითქოს, მხოლოდ ასაკის გამო არ უნდა დაევიწყებინათ, მაგრამ არც ეს აზრია  ბოლომდე სწორი. მთავარია მისი შემართება და ნაჩვენები თამაში- ზუსტად ამის გამო იმსახურებდა! ასაკი მეორე ხარისხოვანია, თუმცა საინტერესო იქნება რონალდოს და მესის ხილვა ჯიჯის ასაკში სად იქნებიან.

პოგბა? მალევე გაიგო რომ ფენომენია, თუმცა არ დაგვავიწყდეს ჩვენ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ფეხბურთელზე გვაქვს საუბარი, რომელსაც ყველაფერი წინ აქვს.

იმედი მაქვს იგი ჩვენთან დიდხანს დარჩება, რადგან კიდევ ბევრ ასპექტში შეუძლია მომატება და განვითარება.

დიბალას თაობაზე კი პირდაპირ გეტყვით, რომ თავიდანვე ვიცოდი რა ნიჭის პატრონიც იყო.. ერთადერთი, სეზონის სტარტზე ჩვენი მცირე ჩავარდნიდან გამომდინარე ვშიშობდი, რომ ვერ იპოვნიდა საკუთარ თავს.. საბედნიეროდ ეს ვარაუდი არ გამართლდა და მან მალევე მოახერხა სიტუაციასთან ადაპტირება. უფრო მეტსაც გეტყვით.. იგი  უშუალოდ საქმესთან მიმართებაში, სუფთა სისხლის ევროპელი პროფესიონალია”.

 

წყარო: football-italia

13 thoughts on “მარკიზიო:”ბუფონი უნიკალურია და საინტერესოა, მის ასაკში რონალდო და მესი სად იქნებიან”

  1. სად მეკარის პოზიცია და სად ეგ პოზიციები.. მეკარისს პოზიცია მაინც ნაკლებად დატვირთულია ამიტომ მეტად შეუძლიათ თამაში..

  2. იტალიელი ხარ და იმედი მაქვს ჯიჯის ასაკამდე თუ ვერა პირლოსავით მაინც გაქაჩავ :love: :love: შენ გიორგი და ლევანი იუვეს ლეგენდები უნდა გახდეთ :forza:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.