ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

#ForzaCalcio | ინტერი, დონალდ ტრამპი, 20 მილიონი და დიეგო სიმეონე?

მერამდენე წელია ინტერი უშედეგოდ ცდილობს დაბრუნებას.. მოურინიოს წასვლის შემდეგ გუნდმა საკუთარი თავი  ვერა და ვერ იპოვნა..

გუნდში ტოჰირის მოსვლას უმეტესობა იმედიანად უყურებდა, რადგან ინდონეზიელმა პირველივე დღეს დიდი ინვესტირების შესახებ საგანგებო განაცხადება გააკეთა..

თუმცა, მისმა მილიონებმა სასურველი შედეგი ვერ მოიტანა და როდესაც ელემენტარულად ლიგის საგზურსაც ვერ ინაღდებ, ბუნებრივია ეს დიდ პრობლემებთან იქნება დაკავშირებული.. ფინანსური თვალსაზრისით ნერიაძურის გარკვეული დისკომფორტი შეექმნა და შედეგად ტოჰირმა ინვესტორების ძიება დაიწყო..

იტალიური პრესის მტკიცებით ინდონეზიელმა მმართველმა უკვე იპოვნა და ეს ინვესტორი შესაძლოა არც მეტი არც ნაკლები დონალდ ტრამპი გახდეს! ხოლო გუნდში განხორციელებული ინვესტიციის ნაწილი მადრიდის ატლეტიკოდან დიეგო სიმეონეს მოყვანაში განხორციელდეს. არგენტინელი ძალიან კარგად იცნობს მილანურ კლუბს, რადგან 90-იანების ბოლოს შავ-ლურჯთა ღირსებას იცავდა ..

რაც შეეხება ამერიკის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის ინტერთან კავშირს.. ტოჰირს Proto Group Ltd-იდან თვით ალესანდრო პროტო დაუკავშირდა, რომელიც ტრამპის კამპანიას აქტიურად უჭერს მხარს და შესაბამისად მის პერსონას ზურგს ფინანსურადაც უმყარებს..

 

წყარო: football-italia

6 thoughts on “#ForzaCalcio | ინტერი, დონალდ ტრამპი, 20 მილიონი და დიეგო სიმეონე?

  1. მოურინიოს წასვლის შემდეგ კი არა კალჩიოპოლის დასრულების შემდეგ, როცა იუვემ, მილანმა, ფიორენტინამ და ლაციომ ამ მორატის ფალსიფიციერებული სკანდალის შემდეგ ამოქაჩვა შეძლო.
    მოჯიმ კარგად თქვა, ინტერმა თუ ახალი კალჩიოპოლი არ დააფინანსა, ვერასოდეს გახდება იტალიის ჩემპიონიო.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.