ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დი ფრანჩესკო: “იმედია, “იუვე” ნაკლებ კონცენტრირებული იქნება”

“სასუოლოს” მთავარი მწვრთნელი დი ფრანჩესკო იმედოვნებს, რომ პარასკევს “იუვენტუსი” მათ ნაკლებ კონცენტრირებული შეხვდება და ასევე არ ითამაშებს სიმონე ძაძა.

იმედი მაქვს, “იუვე” ბაიერნთან მოსალოდნელი თამაშის გამო ყურადღებას ლიგაზე გადაიტანს და ჩვენ ნაკლებ კონცენტრირებული შეგვხვდება. ამას ვამბობ, რადგან ვხვდებით უძლიერეს გუნდს მათსავე მოედანზე, გუნდს, რომელსაც დიდი ხანია გოლი არ გაუშვია.

“ოქროს სკამის” ჯილდო? მე ხმა მონტელას მივეცი, თუმცა ობიექტურად ვაღიარებ, რომ ალეგრიმ დაიმსახურა ეს ჯილდო. მან არაჩვეულებრივად განაგრძო კონტეს დაწყებული საქმე. არ იყო იოლი გუნდის ჩაბარება სამი არაჩვეულებრივი სეზონის შემდეგ, მაგრამ მან მშვენივრად გაართვა თავი.

საკუთარ მოედანზე 2:2 ფრე ბაიერნთან არ არის სასურველი შედეგი, მაგრამ “იუვეს” აქვს პოტენციალი, კლასი და ძლიერი მენტალიტეტი და ყველაფერი შეუძლია. ძალიან რთული იქნება გასვლა, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. ბაიერნი ძალიან ძლიერია, მაგრამ ახლა არ არის ისეთი კერკეტი, როგორიც წინა წელს იყო.

იმედი მაქვს, ძაძა არ დაიწყებს სასტარტოში, მე ყოველთვის მეშინია ექს-მოთამაშეების. თან ის კიდევ უფრო დაიხვეწა და გაიზარდა, მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად ვერ თამაშობს. მაგრამ როდესაც სიმონე გამოძახებულია, ის ყოველთვის მზადაა სათამაშოდ და გოლების გასატანად.

ქულის აღება ტურინში? აქამდე გვითამაშია და მოგვიგია დიდ გუნდებთან, ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც თამაშობს, რომ სიამოვნება მივიღოთ. იმედი მაქვს, იგივე იქნება პარასკევსაც. შევეცდებით ჩვენი თამაში ვითამაშოთ, როგორც ყოველთვის.”

წყარო: Tuttosport

70 thoughts on “დი ფრანჩესკო: “იმედია, “იუვე” ნაკლებ კონცენტრირებული იქნება”

  1. სილვამ რუგანი როგორაა, არ მოუწრია რამდენი ხანიაო :mrgreen: შემადარეთ კიდევ რუგანისო))) და ვერატი რომ ყოფილიყო 7 ბურთით მოიგებდნენ წარმომიდგენია :mrgreen:

  2. ფეხბურთის არმცოდნეეებო რუგანის ნუდაცინით აზრზე რო არ ხართ არაფრის

  3. =ტიგრანა=აი ლამაზი ტამაში და ამ ლამაზი ტამაშიტ 520 ლარი მოვიგე. ბენფიკას 2 იანი პსჯს ორივე ტაიმში გატანა და ოფსაიდების მეტი.ხვალ იუვეს და ნაგდი გულშემატკივრების სადგერდზელოს დავლვ. ტკვენც მოგეგოტ

  4. რატომღაც ყველა პსჟ-ეს მოგებას ან ფრეს ვარაუდობდა თუ რათქმაუნდა ჩელსის ფანი არ იყო,მე პირიქით ჩელსი ავიღე 50 ლარში მოგებაში გასართობათ,კაი კუში აქვს..

  5. რუსებს ბენფიკამ ჩაუტარა როგორც არაერთ გუნდს,ჯერ სტუმრად რა ბრძოლა გაუმართა სპორტინგს და მოუგო და მერე რუსეთსი ზენიტს.ქების ღირსია ბენფიკა

  6. სალამი ბიჭებო,ორი ბილეთი მაქ ჩემპინთა ლიგის ნახევარფინალური მატჩის ჰეინეკენში მოვიგე სამ დღიანი, ყველაფერი შედის ტრანსპორტირება სასტუმორო კვება და ყველაპერი თუ ვინმე დაინთერესდება მომწერეთ აქ

  7. ijuves საყურადღებლოდ ! ნიკოლა სანსონე: “მე “ინტერის” ფანი ვიყავი, მაგრამ 2002 წლის 5 მაის “მილანის” გულშემატკივარი გავხდი რადგან მე კაკას თამაში მომწონდა”

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.