ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იტალიური პრესა:”ზაფხულში ტურინს მანჯუკიჩი ან მორატა დატოვებს”

იტალიური პრესის მტკიცებით ზაფხულში ტურინს მანჯუკიჩი-მორატას დუეტიდან ერთ-ერთი დატოვებს.. ხორვატი თავდამსხმელით ტოტენჰემი ინტერესდება, რომელიც 20-25 მილიონს ამზადებს მის შესაძენად.. სხვათაშორის ტურინელთათვის ეს კარგი გამოსავალი იქნება და აღებული სახსრებით მადრიდს მიაშურებენ.. არა ისკოს ტრანსფერისთვის, არამედ პერესის დასარწმუნებულად, რომ მორატა უკან არ გამოისყიდოს.. პრესის ფურცლებს თუ დავუჯერებთ, მაშინ ესპანელები 20 მილიონის სანაცვლოდ დათანხმდებიან ალვაროს ტურინში საბოლოოდ დარჩენას. ალტერნატიული ვარიანტის შემთხვევაში კი მაროტა კავანის გაფორმებას შეეცდება, ხოლო მანჯუკიჩი კარიერას ტურინში განაგრძობს..

16 thoughts on “იტალიური პრესა:”ზაფხულში ტურინს მანჯუკიჩი ან მორატა დატოვებს”

  1. ლუკაკუს და კეინს იმხელა ფულს სთავაზობს მანჩესტერი,აზრიც არა აქვს ვაჭრობას)) ხოლო ვილიანი,აზარი და ფარეგასი არ იყიდება და რა აზრი აქვს მაგაზე ოცნებას?? ვინც მისაწვდომია და რეალური მაგაზე ვიმსჯელოთ არ ჯობია?!

  2. კონტეს ნახევარზე მეტის გაშვება აქვს გადაწყვეტილი.ერთერთი ივანოვიჩია და იუვეს ტენიან)) ასაკში კი არის,მარა ევრა,ბარძალი,პირლოს თუ გავიხსენებთ იქნებ მასაც გაეხსნას მეორე სუნთქვა))

    1. ჩელსიდან ყველაზე მეტად აზარი, ოსკარი და ვილიანი რომ არ ჩავთვალოდ ფაბრეგასის მოსვლა გამიხარდება და არც ასპილიკუეტაზე ვიტყოდი უარს.

    2. ყოველთვის მომწონდა ივანოვიჩი, უფასოდ თუ გამოუშვებენ კარგია. ლიხშტას გავს მაგრად თამაშის სტილით და ჩემი აზრით ერთი დონის ფეხბურთელები არიან

      1. უფასოდ ცუდი მართლა არ იქნება მაგრამ ამდენი 30 წელს გადაცილებული მოთამაშე ძალიან ბევრი გამოვა მე პირადად ფაბრეგასი და ასპილიკუეტა მირჩევნია რომ მოიყვანონ ჩელსიდან და ოსკარში 35 ლიმონის გადახდას მხითარიანი ბევრად მირჩევნია მაგ ფასად + ერიკსენი, კროოსი და ბელერინი ან ფლორენცი დავიმატოთ.

  3. მიდი ლიპი მიდიი ამოქაჩე მილანი და მერე 2 იტალიური კლუბი აზანზარებს ევროპას როგორც ადრეე…

  4. და ის ფინანსური ფაირ ფლეი როდის მოქმედდება, პსჟ-ეებმა და ა.შ. გუნდებმა კოლოსალური თანხმები არ დახარჯონ?
    თუ მოქმედებს უკვე, მაშინ რისი იმედი აქვს კონტეს ჩელსიში პირველ ეტაპზე?

    კავანი არ იქნება ცუდი ვარიანტი. მანძუს წასვლაც არ მინდა და არც მორატასი.
    მაგრამ 20 მილიონი თუ დავუმატეთ რეალს მორატაში, მისი ფასი საერთო ჯამში 50 მილიონი გამოდის ხო? ალბათ მაინც ღირს, ახალგაზრდაზე აცენტის გაკეთება.

    პს. ბენზემა ამყოფოს კარგად ღმერთმა რეალში, რომ მორატა მაინცდამაინც არ ინდომონ

  5. ასე თუ მოხდა და მორატა დარჩა მე მივესალმები ამ შეთავაზებას მაგრამ მინიმუმ 1 ფორვარდის დამატება გახდება საჭირო თუნდაც არკადიუშ მილიკის ან მატიას დესტროსი არც კავანის გამოვრიცხავ მაგრამ ერთი შეფერხება მოხდება დიბალა ცოტა უკან დაიწევს ან ფლანგზე გადავა და წინ მორატა კავანი იდგება
    დიდი და თან ცხელი ზაფხული გველოდება რეალი, სიტი, პსჟ, მანჩესტერი ძალიან დიდ ფულს დახარჯავენ ეს კლუბები ჩვენ კი მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოდ ძირითადი მოთამაშეები და იმაზე ვიბრძოლოდ რომ 2-3 მაღალი კლასის მოთამაშე დავიმატოთ + 2-3 21 წლამდელიც.

  6. ვეთანხმები გიოს. პოგბა მორატა და დიბალა არის ამ გუნდის მომავალი. მოიყვანონ ტრეკუარტისტა და რეჯისტა და არაფერი არ გვინდა. საკმაოდ კარგი შემადგენლობა გვყავს.

  7. არ მჯერა რო ესენი კავანის მოყვანას შეეცდებიან, ასე რომ მირჩევნია არცერთი არ წავიდეს და ეს წინახაზი დაგვრჩეს როგორც ეხა გვყავს, პლიუს ბერარდი დაგვემატება )) მორატა ძალიან ძლიერი გოლეადორია და სწორედ მასზე უნდა აეწყოს გუნდი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.