ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაროტა : “მორატას იუვენტუსში სურს”

“კარპისთან” მატჩამდე რამდენიმე წუთით ადრე ტურინის “იუვენტუსის” გენერალურმა დირექტორმა, ჯუზეპე მაროტამ სატრანსფერო საკითხებზე ისაუბრა : “არის სიტუაციები, რომლებიც ჩვენზე არაა დამოკიდებული, მაგალითად მორატას მდგომარეობა.ჩვენ გვსურს ალვაროს შენარჩუნება, თუმცა მისი ბედი მადრიდის რეალის ხელშია, ვნახოთ, რას გადაწყვეტს სამეფო კლუბი.ალვარომ ჩვენთან სერიოზული პროგრესი განიცადა და გასაკვირი არაა, რომ მას ჩვენთან დარჩენა სურს.”

“ანდრე გომეში ? – მიზანში გვაქვს ამოღებული რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომლებიც ჩვენ გუნდს გააძლიერებენ და ხარისხს აამაღლებენ.ამის კარგი მაგალითი დანიელე რუგანია, ვცდილობთ შევრწყათ გამოცდილი და ნიჭიერი მოთამაშეები ერთმანეთს, რაც საერთო ჯამში გუნდს მეტად კონკურენტუნარიანს გახდის.ევრას კონტრაქტი ? – პატრისი ჩვენთან ბედნიერია და იცის, რომ მზად ვართ თანამშრომლობის გასაგრძელებლად.უახლოეს დღეებში იგი ოჯახთან ერთად გადაწყვეტს მის მომავალს.”

წყარო : Football Italia

2 thoughts on “მაროტა : “მორატას იუვენტუსში სურს”

  1. იმედია მორატა საბოლოოოდ დააფასებს იუვეს და გადაწყვეტს რო დარჩეს იმიტომ რომ რეალში გარანტირებული არაფერი არ აქვს.აქ დიდ მიზნებს მიაღწევს დარწმუნებული ვარ

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.