ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

2012 წლის 6 მაისი! 29-ე სკუდეტო და იუვენტუსის დაბრუნება!

9 thoughts on “2012 წლის 6 მაისი! 29-ე სკუდეტო და იუვენტუსის დაბრუნება!

  1. დიადო ალენატორე :)

    პირველ რიგში ჩემს კომენტარს დავიწყებ ბოდიშის მოხდით :) ვიდალთან დაკავშირებით სტატისტიკური კუთხით აბსოლუტურად მართალი იყავი :) მას სასტარტოდან არ დაუწყია.. თუმცა გადავწყვიტე უფრო ჯეროვნად გამეხსენებინა მაშინდელი სიტუაცია და დიად გაძეტას და ტუტოსპორტს მივაკითხე :)

    აღმოჩნდა, რომ მოედანზე შემოსვლისას არტურჩიკას 6.5-ზე ნაკლები არ ჰქონდა მიღებული და სხვათაშორის მინიმუმ 30 წუთს მაინც ატარებდა მოედანზე. ტაქტიკური მონახაზი 4-2-4 ჩანასახშივე სისულელე იყო, რადგან პეპეთი და ჯიაკერინით ეგ დიდხანს ვერ იმოძრავებდა და უკვე მეოთხე ტურში კატანიასთან არტურჩიკა მინდორზეა პირველივე წუთებიდან და ასეც გაგრძელდა. პირველივე თამაშიდან დადებითად აფასებდნენ და ამბობდნენ რომ დიდი ფეხბურთელია და გუნდისთვის თავს არ ზოგავსო.. მართლებიც იყვნენ ) ახალ მოსულ ფეხბურთელს ადაპტაციისთვის 3-4 თამაში დაჭირდა და ამიტომაც არ მახსოვდა იყო თუ არა პირველივე წუთებიდან

    ეხლა რაც შეეხება შენს იტალიაში ყოფნას :) გავიგეთ ) მაგარია ) აი ყველამ ვიცით რომ იტალიაში ხარ და ამისი ათასჯერ აფიშირება არ არის აუცილებელი :chuvak: ჩათში კი არ წამიკათხავს მირკი რომ ცვეტში იყო მაშინაც არ შევსულვარ ) 7 წლის წინ საიტი რომ გავაკეთე იმ დროიდან მოყოლებული ორად ორ იტალიურ საიტს ვსტუმრობ და ერთადერთ ინგლისურენოვანს :) ესენი არიან ტუტოსპორტ, ტუტოიუვე და ფუტბოლ იტალია :) 7 წელი სწორედ ამ საიტებიდან ვწერ სიახლეებს :) ჭორია, არ არის ჭორი სიახლე სიახლეა :) მე არ ვიგონებ და ეს არ არის ოფიციალური საიტი სადაც მხოლოდ გაფორმებული ტრანსფერები იწერება :) ეს არის საინფორმაციო პორტალი და რაც იუვეს ეხება ვცდილობ დროიდან გამომდინარე ყველაფერი გამოქვეყნდეს :)
    შემდგომ არიან ადამიანები ვისაც მოსწონთ და ვისაც არ მოსწონთ :) ეს უკვე მეორე საქმეა :) თუმცა, ვისაც რაიმე არ მოსწონს ცინიზმი, თითის მითითება და ზემოდან ყურება, თითქოს მე იტალიაშI ვარ და თQვენზე მეტი მესმის, ვიცი და მინახავსო არის იაზვობა და მეტი არაფერი :) არ მოგწონს, კი ბატონო ) რას ვიზამთ ) თვითონ ადამიანია ზოგი ნორმალური და ზოგი სხვა ორიენტაციის, მაგრამ რას ვიზავთ ცხოვრება უცნაურია )

    პ.ს. ბარძალისთან დაკავშირებით უკვე შენ რომ გადახედო უმჯობესი იქნება :) ის ჯერ კიდევ მაშინ მოვიყვანეთ როდესაც დელ ნერი იყო ჩვენი თავკაცი და საკმაოდ ნორმალურად მივდიოდით ჩემპიონატში.. ლიგის ზონაში მყოფები :) 300 000 ევროდ წამოვიყვანეთ ვოლფსბურგიდან :) თვითონ ანდრეა იძახის რომ როდესაც მაროტამ მიმათა სიხარულით წამოვედიო :)

    რაც შეეხება პირლოს :) მაგის წიგნის პრეტენზაციაში სხვათაშორის მეც მიმიძღვის წვლილი :) დიახ, აქ საქართველოში :) ნუ რა თქმა უნდა შენთან იტალიაში არა.. სამწუხაროდ.. დარწმუნებული ვარ შენც იქნებოდი რომ გაგვეკეთებინა :) თუმცა, გინდა ჯიუტობაში ჩამომართვი გინდა უცოდინარობაში მაგრამ მიმაჩნია ერთი რამ.. პირლო არის გენია რომელიც ყველგან პირლო იქნებოდა.. გინდა მენთეშაშვილის ხელმძღვანლობით და გინდა ბაბასილის.. აი შენ.. იტალიაშI მანდ რომ შეგეკრა და პრო ლიგაში გაგეყვანა და პირლო გყოლოდა მშვენივრად ითამაშებდა და შემდგ დივიზიონში პერსონალურად გაგიყვანდა :) კონტე კიდევ უბრალოდ ენდო.. ან როგორ არ უნდა ენდო ეგეთ ფეხბურთელს არ მესმის.. რამე ასწავლა ახალი, პოზიცია შეურჩია თუ რა? უბრალოდ ცენტრში შეუქმნა კედელი.. ასაკიდან გამომდინარე დიდად არ დატვრითვა შავი სამუშAოთი.. ტაქტიკა მოარგო ფეხბურთელს, რომელიც გულისხმობდა იუვეს მხრიდან ბურთის მეტ კონტროლს, რაც რიგ იუვენტინოებს გარკვეულ წილად ძალების დაზოგვის საშუალებას აძLევდა და მითუმეტეს მათ ვისაც უკვე 30-ს გადაცილებული იყო. ზუსტად მაგ წიგნშივე წერია როგორი გაბოროტებული ტოვებს მილანს.. და როგორი მოტივირებულია.. ანდრეა არც დეპრესიაში იყო და არაფერი. უბრალოდ კიდევ ერთხელ უნდა ეჩვენებინა ის რაც ისედაც მშვენივრად შეეძლო :)

    კონტეს არ დაფასება რა შUაშია? მე ნაკლებად მაინტერესებს ვინ რას აფასებს. ვიტყვი ჩემი გადმოსახედიდან. კონტეს ჰყავდა ობიექტურად ბევრად უკეთესი გუნდი ვიდრე ჰყავდა დელ ნერის, რომელიც ბონუჩის უშვებდა მატჩის გადასარჩენად ხოლმე მოედანზე და ვიდრე ჰყავდა თუნდაც რანიერის! შემადგენლობა იყოფა გარკვეულ ნაწილებად.. მარტო დელ პიერო ნედვედი ტრეზეგეთი ვერ მოიგებ თუ სკამი არ გიწყობს ხელს.. 90 წუთი გადაბმულად 38 თამაში წარმოუდგენელია ალბათ ხომ მეთანხმები ? ხოდა ამ მხრივ კონტეს სკამი იყო ბევრად რესურსიანი ვიდრე სხვა აქამდე მყოფ მწვრთნელს ჰქონდა. კონტეს მე არ ვუკარგავ არაფერს! პირიქით ჩემპიონობას არავინ ელოდა და მოვიგო და თან ისტორიულად :) მას შემდეგ მოვიდა ალეგრი რომელსაც ასევე ვაფასებთ და სწორედ ამის გვკიცხავს ბევრი, მოდი კონტეს ნუ ვივიწყებთო :) არავის არ ვივიწყებთ, მაგრამ მაქსმა გუნდს განვითარების კიდევ უფრო მეტი საშუალება მისცა და ვინც ვერ ხედავს, ბოდიში მაგრამ სალპაარაკოც არაფერია აქ :)

    ვუჩინიჩი.. დიდი მადლობა კომპლიმენტისთვის დიადო იტალიაში მყოფო ალენატორე )) შენ ხომ კონტეს არ უკარგავ არაფერს ) ხოდა ვუჩინიჩი კონტეს მწვანეთი მოვიდა გუნდში და მისი შეუცვლელი წევრი იყო სკუდეტოს მომგებ წლებში :) პირველში განსაკუთრებით :) მაშინ რატომ ათამაშებდა მას და არა დავუშვათ დელ პიეროს? :) დელ პიეროსთან მიმართებაშI როგორ იქცეოდა ეგ ცალკე ისტორიაა, მაგრამ მაშინ გვყავდნენ კუალიარელა, მატრი, ჯიოვინკო და ასე შემდეგ.. ანუ იდეაში შეეძლო ეგრეთ წოდებული ” დათო ჯიშკარიანი ეძახის მირკოს ფეხბურთელს ” ტრანსფერის საერთოდ დაბლოკვა ) არავინ ექაჩებოდა ვუჩინიჩს ) მაგრამ მირკო მართლა კარგი სექენდ სტრაიკერია და იმ სეზონში სტაბილურადა ირგებდა საკუთარ როლს :) არ დააღAლატა გუნდი, ტაქტიკაშიც მშვენივრად იჯდა, გოლებსაც იტანა და გადაცემებსაც არიგებდა და საგოლე იერიშებში თითქმის ყოველთვის მთავარ როლს ასრულებდა :) არც რომაში იყო ბედოვლათი და იქაც სუპერ მატჩებს დებდა ხოლმე :) სხვათაშორის არც ჩვენ დაგვინდო და მშვენიერიც შეგვსირულა ერთ შეხვედრაში :) ნუ თუმცა, პირობითია.. ვიღაცისთვის მანჯუკიჩი კარგი ცენტრ ფორვარდია, რომელიც გუნდის პროდუქტიულობაზეა ორიენტირებული და ვიღაცისთვის სხვა.. სხვათაშორის ვიდალის თემაზე პარალელს გავავლებ და მაქსი თავიდან დიბალასაც არ ათამაშებდა.. ეტაპობრივად შეჰყავდა შემადგენლობაში.. მიუხედავად იმისა, რომ პაულიტომ პირველსავე მატჩში ტენა სუპერ თასსზე.. :) არც შემდგომ შეურცხვენია თავი :) ეგ იტალიელების სისტემაა.. ახლად მოსულებს ეტაპობრივად აძლევენ ძირითადში გაშინაურების საშუალებას.

  2. ბარძალი კონტეს არ მოუყვანია.
    ვიდალი პირველივე თამაშიდან სასტარტოში იყო და გოლი ასევე პირველივე თამაში გაიტანა. გადაახვიე სეზონი და ნახავ ვინ იჯდა სკამზე და როგორ.
    ელია მე მაშინვე არ მევასებოდა თუმცა გერმანიაში და ნაკრებში ცუდ შთაბეჭდილებას არ ტოვებდა და დღევანდელი გადმოსახედიდან ლაფის დასხმა ადვილია :) კრასიჩმაც გაცურა მაგრამ ნახევარი სეზონი ისე გვათრია როგორც შენს მიერ მოწონებულმა ამაური ითამაშა თავიდან როცა გადმოვიდა :)
    მირკო კიდევ ამინდივით იყო თუ გოჩა ჩეტკოევივით არ ვიცი ) პირველი სეზონი მაღალ დონეზე ჩაატარა ) ბოლო წლებში დელ პიერო რომ არ ჩავთვალოთ ეგეთი სექენდ სტრაიკერი მაგ პერიოდში არ გვყოლია :)

    რაც შეეხებქ პირლოს თემას ) მე რა ვთქვი და შენ რას მეუბნები ) ის რომ მილანმა გაუშვა იმას ნიშნავს რომ დაბალი დონე იყო? რობენი და სნეიდერი ჰყავს რეალს გაშვებული და მეორე სეზონში ბერნაბეუზე ფინალი გაუგერეს პერესის თვალწინ. მაშინ მილანმა ეგ კი არა ყველა გაყარა გუნდიდან ასაკის გამო.. ზეეც მაშინ წავიდა ან შემდეგ სეზონში ეგ აღარ მახსოვს.. მაგრამ იქ დიდი ქაოსი ხდებოდა. კონტე კი არა ვინც არ უნდა ყოფილიყო იუცეში პირლო ძირითადში იქნებოდა და საქმეს გააკეთებდა. პირლოს დაბრუნებქში კონტეს წვლილი არ არის. თვითონ ამბობდა კაცი უბრალოდ ყველასთვი უნდა დამემტკიცებინა რომ კიდევ შემეძლოო და შეძლო :) მოტივაცია არ აკლდა )

    1. გადახვევა შენ არ გაწყენდა ) კარგად ნახე პარმასთამ ვიდალმა რო გაიტანა სად იყო სკამზე თუ სასტარტოში ) :D ) და კარგად შეხედე პირველ ტურებში რა სქემით თამაშობდა კონტე და სად იყო ვიდალი )
      პირლოზე არავის უთქვამს დაბალი დონე იყოოო ) შენ რეალობას გაურბიხარ ) და არ გინდა ის დაწერო რაც იყო :D:D ) სადაც არ უნდა გადასულიყო ყველგან დაამტკიცებდაო :D:D )) მილანში რატო მარხავდა ალეგრი ? 0 წაიკითხე რა პირლოს წიგნი ) ტყუილად ვწერ ეხლა აქ მე ) ვუჩინიჩს ფეხბურთელს რო დაარქმევ საერთოდ აღარაა მოსაწერი იქ უკვე არაფერი ) :D ) ელია და კრასიჩი რაც იყვნენ თავად ეტყობოდათ ) 5 თამაშის მერე ყველამ მიხვდა კრასიჩის სტილი და აღარ აქანებდა არავინ :D ) გაიგდო ბურთი გაეკიდა დაეწიაა ჩააწოდა :DD: ) თავიდან სერია ა არ იცნობდა კრასიჩს და გადიოდა ეგ ტრიუკები მერე კიდე კრასიჩის აჩრდილი ჩანდა მარტო მოედანზე ) ბარძალი კონტეს არ მოუყვანიაა? აფსურდს წერ ეხლაა დიდსს :D:DD: ) ბარძალის მოყვანა კონტეს დამსახურება იყო ) კაი იქნება ახლოს რო იყო ცოტა ეგეთ ამბებთან ) ცუდად არ გამიგებ იმედია მეგობარო ) 10წლიდან იტალიაში ვარ და დელე ალპიზე გავიზარდე რასაც ქვიაა ) იუვე ჩემთვის ძაან ძვირფასია ) შენ შენს აზრებს წერ არაა ეგრეე ) ძაან შორსაა რეალობისგან ) მე გირჩევ ჩატში წაკითხულ აბსურდებს არ ენდო :D წაიკითხე პირლოს წიგნი ) 4-2-4 სქემა სადაც ვიდალი არ იყო ძირითადში ) ოღონდ კონტემ მიხვდა ვინგერები არ ყავდა რო ეგ სქემა ეთამაშა ) კრასიჩი და ელია მკვდრები იყვნენ ) პეპეს გარდა კაცი არ ყავდა ) პლიუს ვიდალი პროგრესირებდა ) და გადავიდა 3-5-2 ზე სადაც ვიდალი გახდა ძირიდის ფეხბურთელი ) ვიდალი მაშინ ის ვიდალი არ იყო ეხლა რო არისს ) 15 მილიონდად მოიყვანა და 40 გაყიდა ხედავ სხვაობას ? ) 3-5-2 ში კიდე კონტეს მოთხოვნა ბარძალი იყო ) სხვათასორის კანავაროს კითხეს 2006 წელს იტალიელ მცველებზე და ბარძალი დაასახელა ყველაზე ტაკტიკურად გამართულ ცენტრალურ მცველად ) მაშინ ყველას გაუკვირდა ) :D ) მოკლედ ძაან ცუდია რო კონტეს არ აფასებთ მე კონტეს ფანი არ ვარ ნამდვილად ) ბევრი დელპიეროს პონტშია ეგრეე ) დელპიერო ლეგენდააა ოღონდ 38 წლის რო ხარ უნდა მიხვდე რო უკვე საკმარისია ) ეხლა რაც ტოტის ემართება ) 40წლისაა და ვერ ხვდება რო დროა დაისვენოს ) ნედვედი 36 იყო და კაი სეზონიც ქონდა რო წავიდა ) მიხვდა რო დროა წასვლისს ) კონტეს სხვა გზა არ ქონდა დელპეროს სკამზე დასმა დიდი რისკია იმისა რო სიტუაციას ვერ გააკონტროლებ გასახდელში ) ჩემთვის ეს ის კაცია რომელმაც მაწანწალაა და დაჩოქებული გუნდი რომელსაც სახელი ქონდა მხოლოდ დარჩენილი ) გააცოცხლა და ყველას აუხსნა რა ნიშვანდა იუვენტუსი ) ტორინო ძაან დიდი გუნდი იყო ამას მაშინ მივხვდი როცა ტურინში ვნახე მათი მემორიალი რა ტრაგედია გადაიტანა გუნდმა ) ვგულისხმობ ავიაკატასტროფას ) ახალმა თაობამ არ იცის ეგ და ტორინოს უყურებს როგორც ერთ უბრალო გუნდს ) ისტორია ყოველ წამს იწერებაა ) დრო გავიდოდა და იუვენტუსი შენ და მე გვემახსოვრებოდა და იმათ ვისაც უნახავს ) ახალ თაობას კიდე არაა ) გუნდი უფსკლულისკენ მიდიოდა ) კონტ6ე ის კაცია რომელმაც სკუდეტო დადო საშინელი წლების მერეე ) სკუდეტო და წაუგებელი თამაში სერია ა ში ) ამას ისტორია დააფასებს თუ ზოგიერთები ვერ აფასებენ )

  3. რა ვიდალი არაფერი არ იყო ღადაობ? ცოცხლად ჭამდა ნაკრებში და ლევერში ყველაფერს :) ხო არაფერი არ იყო და იმიტომაც იჭამდა თავ პირს მაგისთვის ბაიერნი და სხვა გუნდები :) მადლობა ფიოლერს ჩვენთან რომ წამოვიდა

    პირლოს გამოღვიძების ამბავი ცალკე ისტორიაა :lool: ხო იმენა რებუთი გაუკეთა არა? ))) პირლოს რა აღორძინება უნდა გაუკეთო უბრალოდ ტრავმა არ უნდა მიეღო თორე მაგისნაირი რეჯისტა სამყაროს აწი აღარ ეყოლება :) კონტეს თემა ის იყო მანდ რომ ფიზ მომზადება შეუქმნეს მაესტროს ისეთი რომ გაქაჩა უპრობლემოდ ))

    ვუჩინიჩი მევასებოდა რომადან ) და მაგისი დონის იუვეში ვინ იყო წინა სეზონში ? ამაური :loool: :loool: ტიპმა ითამაშა ნახევარი სეზონი იუვეში მაღალ დონეზე და იმის მერე ფულის კეთების მეტი არაფერი გაუკეთებია )

    მელო და დიეგო :lool: :lool: :lool: მელო :lool: დიეგო ))) ორი საგოლე პასი ჰქონდა მემგონი მთელი სეზონი ხო? თუ მეტი ? )) დიაგონალზე მორბენალი 30 მილიონი და ფსიქიატრიულიდან გამოქცეული მელო )) ყოველ მეორე თამაში წითელი რომ ჰქონდა )) დაცვა )) გრიგერა და მოლინარო ფლანგებზე ))) მოტა )))))) მარკო მოტათი ვაძლიერებდით შეტევებს )) სალიჰამიჯიჩი და ? ))) რაც მთავარია სკამი გვყავდა ხე! არანაირი გაძლიერების რესურსი ) აქ კიდევ კრასიჩი და ელია გეჯდნენ და სასტავში ვერ ხვდებოდნენ მასტები.. რაზე ვსაუბრობთ საერთოდ კარქი რა :lool:

    მე იმას არ ვიძახი საჩემპიონო გუნდი იყოთქო, მაგრამ გასულ სეზონებთან შედარებით ბევრად უკეთესი სასტავი ჰყავდა.. აი არც შევადარებ და თუ ვინმე ადარებს ღმერთმა გაუმარჯოს ))

    1. ვიდალი ვინ იყო ? ის ვიდალი იყო რაც შემდეგში გახდა ? ) კონტეს თავიდან სკამზე ყავდა თუ გაიხსენებ ) :D ) სწორედ იუვეში დაამტკიცა და გაიხსნა როგორც მაღალი კლასის ფეხბურთელი )

      პირლოს ტრავმის მერეც არ ათამაშებდა ალეგრი ) მოდი ყველაფერს ტრავმაც ნუ დავაბრალებთ ) უძLიერესი რეჯისტა როაა მაგაში ორი აზრი არ არსებობს ) ისიც რო იტალიას არ ყოლია ეგეთი პროფესორი მაგ პოზიციაზე ) მაგრამ ამ უძლიერეს პირლოს ალეგრი არაფრად აგდებდა და ვან ბოლემს აყენებდა სასტავში ) ეგ ერთი მეოერე სეზონის ბოლოს პირდაპირ უთხრა პირლოს რო ის არ შედიოდა მის გეგმებში ) ეს საკუთარ წიგნშიც უწერია პირლოს ) გალიანიმ როგორ განუცხადა რო მწვრთვნელის სათამაშო მოდელში არ ჯდებოდა ) გენიალური ფეხბურთელი ) კონტეს სწორედ დიდი წვლილი მიუძხვის იმაში რო პირლომ უძლიერესი 4 წელი ითამაშა იუვეში )
      ვუჩინიჩი შენ კი გევასებოდა მაგრამ ამინდივით იყო ტიპი :D ) მკვდარი მატრი და ვუჩინიჩი ) კრასიჩი და ელია შენ ფეხბურთელები თუ გეგონა არ ვიცი :D ) ერთი საერთოდ გაქრა საფეხბურთო რუქიდან ) მეოერე კიდე ჰერენვენებს და გრააფსხაპებს ეთამაშება :D ) ისიც ჰოლანდიის მესამე გუნში ) მელო და დიეგო ეს მაგალითია იმის როგორ არ უნდა გადაყარო ფული ) მარტინესზე არაფერს ვამბობ 15 მილიონი რო გადაყარეს და მერე გუნდი ვერ ნახეს არენდით რო გაეშვათ მაინც ) :D:D )) კონტეს მოყვანილი იყო ჯაკერინი კაპიკებში ჩეზედანადან რომელსაც დიდი სარგებელი მოქონდა გუნდისთვის შეცვლებზე ) პლიუს ბარზალი რომელზეც კონტე ამბობდა რო მაღალი კლასის მცველი იყო ) მცველი რომელიც ყველას დაავიწყდა იტალიაში )

  4. ამ გუნდით სკუდეტოს დადება სასწაული იყო ) კონტემ ჩაყარა ფუნდამენტი იუვეს დაბრუნებაში ) ამაზე უკეთესი შემადგენლობით გუნდი მე 7 ადგილზე გადიოდა ) ბრავო კონტე

    1. სიმართლისთვის ვთქვათ, რომ ნაღდად არ გვყოლია ამაზე უკეთესი შემადგენლობა მანამდე )) ელემენტარულად პირლო და ვიდალი მოვიდნენ, რომელთა ნახევარიც არ ყოფილა მანამდე არავინ )) მარკიზიო არ ითვლება )

      1. :D:D:D )))) პირლო კონტემ გააცოცხლა ) ამას არაერთხელ აგნიშნავდა ანდრეა ) მოტივაცია მისცაა ) ვიდალი კიდე არაფერი არ იყო მაშინ :D ))) ვუჩინიჩი მატრიტ სკუდეტო დადო ) ალეგრის მილანს ააცალაა სკუდეტო თავისი იბრაჰიმოვიჩით ) მილანს რო იუვეზე კაი სასტავი ყავდა მაგაზე ალბათ აღარ ვიკამათებთ ) თამაში არ წაუგია ჩემპიონატში ) ადრე დელპიერო გყავდა რომელიც შედარებით ახალგაზრდა იყო ) ტყრეზეგე იყო ამაური რომელმაც კარგად დაიწყო ) იაკვინტა რომელიც იმ დროს არ ითვლებოდა ცუდ ფორვარდათ ) კონტემ მკვდარი ფორვარდებით მოიგო სკუდეტო ) თავდასხმის ხაზი გაცილებით ძლიერი იყო ) დიეგო და მელო რომლებშიც მილიონები გადაყარეს :D )) მწვრთვნელის პროფესია სწორედ ეგ არის მაქსიმუმი დადოს იმ შემადგენლობით რომელიც ყავს ) ეს კონტემ იდეალურად მოახერხა ) კი ბატონო მელბერგი ლეგროტალიე და ეგეთები კარგად მახსოვსს ) ოღონდ იმ შემადგენლობით გუნდი მე 7 ადფილზე არეანაირად არ უნდა გასულიყო ) შემადგენლობას რო დავანებოთ თავი იუვე პროვინციულ გუნდს ემსგავსებოდა ) კონტემ კიდე მოახერხა ის რო ყველას აჩვენა რას ნიშნავს იუვენტუსი ) წაუგებული ჩემპიონატი და მოგებული სკუდეტო ) მოუგო გუნდს რომელსაც სერია ა ს ისტორიაში ერთ ერთი საუკეთესო ფორვარდი ყავდა ) და ზოგადად ალეგრის მილანი გაცილებიტ ძლიერი ფეხბურთელებით იყვნენ დაკომპლექტებული ფეხბურთელებით რომლებმაც იცოდნენ რა იყო სკუდეტო ) კალიარიდან და ჩეზენადან გადმოყვანილი ხალხით არ თამაშობდა ხალხით რომლებმაც არ იცოდნენ რა იყო გამარჯვება ) პირლოს თამაშით მთელი მსოფლიო სიიამოვნებას იღებდა იუვეში ) რო არაა კონტე ალბათ ალეგრი დამარხავდა მილანში ) ბონუჩი კონტეს დროს დაემსგავსა მცველს პირლო კონტემ გააცოცხლა ) ბარძალი კიდე კონტეს დროს გახდა ის ბარძალი რომელიც ეხლა არის ) ვიდალი არავინ არ იყო ) ჯაკერინი ჩეზენადან მოიყვანა არავინ რო არ იცნობდა ) ეს უნდა დაინახოს მითუმეტეს იუვეს გულშემატკივარმაა )

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.