დიბალა:”ბრწყინვალე სეზონი გამოდგა”

“დღევანდელი დღესასწაუალი არის ყველასი და არამარტო ჩემი. უბრალოდ დავტკბეთ ამ მომენტით, როდესაც ჯიჯი ბუფონი მორიგ სკუდეტოს აღმართავს. ბრწყინვალე სეზონი გამოდგა, თუ რა თქმა უნდა სტარტზე ჩაგდებულ მატჩებს დავივიწყებთ. კონკრეტულად ჩემს ასპარეზობაზე თუ ვისაუბრებთ, ვერც კი წარმოვიდგენდი თუ ამ რაოდენობის შეხვედრაში მივიღებდი მონაწილეობას.. ყველაფერი გავიღე საკუთარი გუნდისთვის და თავი, არაერთი გატანილი გოლითაც გამოვიჩინე”.
ძალიან მომეწონა შეფასებები, მხოლოდ ერთი შესწორება უნდა შევიტანო, პოგბასაც ეკუთვნის 9 ბალიანი შეფასაბა, თუ დააკვირდებოდით თამაშებში, სადაც პოგბა არ ღებულობდა მონაწილეობას გუნდს უჭირდა თამაში.
გაამართლა ამ ბიჩმა იმედები კოჭებში ეტყობოდა თავიდანვე რაც იყოო
ჩემი შეფასება სეზონის მიხედვით ასეთია ჩვენი ფეხბურთელების:
ბუფონი – 9 კარიერის მიწურულს, ასაკში, რომელსაც როცა იკერ კასილასი მიაღწევს, პორტუ მას საჩხერის ჩიხურაში გაანათხოვრებს, ჯიჯი სასწაულებს ახდენს და ამყარებს რეკორდს, ძალიან, ძალიან დიდი ხნის მანძილზე იქნება მიუღწეველი. მისი ლიდერის თვისებები გუნდს დაეხმარა გამოფხიზლებულიყო და შემოეთავაზებინა გამარჯვებების შეუდარებელი სერია.
ბონუჩი – 8 მისი ასპარეზობა შეიძლება დახასიათდეს, როგორც დაცვის ლიდერის ძალიან სტაბილური და ელეგანტური თამაში. თამამად შეიძლება ითქვას, რომ იტალიელი თანამედროვე მსოფლიოს 5 საუკეთესო მცველს შორისაა.
ბარძალი – 8.5 იტალიელი კედელი, თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი კლასის მცველი, რომელიც ამ სეზონში საუკეთესო იყო იყვეს დაცვის რიგებში, მას ასაკი ვერაფერს აკლებს.
რუგანი – 6.5 არასახარბიელოდ დაწყებული სეზონის შემდეგ, ის ნელ-ნელა იმკვიდრებს გუნდში ადგილს და საიმედო მოთამაშე ხდება. მეტი პროგრესისათვის აუცილებელია ლიდერის თვისებების გამოვლენა და მეტი პასუხისმგებლობის აღება მოედანზე.
კიელინი – 6.0 სეზონის, რომლის ძირითადი ნაწილიც ჯორჯოს გაუცდა, ბოლო შეხვედრაში ის გულშემატკივრებს ახსენებს, რომ გუნდის სული და გული და ნამდვილი ლეგენდაა. ვინ იცის, ბაიერნთან კიელინი რომ გუნდთან ერთად ყოფილიყო და ალეგრის მიუნხენში მატჩის დასკვნით მონაკვეთში მისი შემოყვანა შეძლებოდა, ჩვენ გვეთამაშა ლიგის ფინალი?
ალექს სანდრო – 7.0 თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბრაზილიელმა გაამართლა, ის საიმედოა დაცვაში და ძალიან პროდუქტიული შეტევაში. ნამდვილად ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ეს ყველაფერი არ არის და ადაპტაციის სრულად გავლის შემდეგ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მარცხენაფლანგელი გვეყოლება.
ლიხშტაინერი – 6.5 მისი ასპარეზობა საიმედოა, თუმცა ჩნდება განცდა, რომ დროა უფრო მაღალი კლასის ფლანგელით ჩანაცვლდეს, ფეხბურთელით, რომელიც მეტად პროდუქტიული იქნება შეტევაში ჩაწოდებებისა და დრიბლინგის თვალსაზრისით.
კუადრადო – 7.0 იუვე ნამდვილად არ წააგებს, თუ მისი შენარჩუნებისათვის სოლიდურ ინვესტიციას განახორციელებს. ის ნამდვილი ელეგანტური მებრძოლია, რომელმაც ბაიერნთან შეხვედრაში თავი ბრწყინვალე ასპარეზობით დაგვამახსოვრა. მისი ინდივიდუალური თვისებები ნამდვილად სჭირდება ამ ფორმაციის იუვენტუსს.
პოგბა – 8.0 სუსტად დაწყებული პირველი ნახევრის შემდეგ ის მთელ ოსტატობას ავლენს და აჩენს იმედს, რომ მისი სახით იუვენტუსს ახალი, ნამდვილი ლიდერი ეზრდება. სეზონში გატანილი 10 გოლი მისი პოზიციის მოთამაშისთვის კარგი შედეგია, არ დავივიწყოთ მისი პროდუქტიული თამაში ართმევისას და შესანიშნავი საგოლე გადაცემებიც.
მარკიზიო – 6.0 სამწუხაროდ, მის თამაშს დაღი ტრამვებმა დაასვეს და, შედეგად, ეს სეზონი მის კარიერაში საუკეთესო ნამდვილად არ იყო. გადამწყვეტ მომენტში, ბაიერნთან ტურინში გამართული პირველი ტაიმი მისთვის ნამდვილი ჩავარდნა იყო.
ხედირა – 7.0 მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციულად გერმანელი ფაქტობრივად მუდმივი ტრამვების რეჟიმში მუშაობდა, როგორც კი კონდიციებს აღიდგენდა შესანიშნავ და საიმედო თამაშს აჩვენებდა. თუ იღბალი მის მხარეს აღმოჩნდა და დროის დიდი ნაწილი ლაზარეთში არ გაატარა, მისი სახით მომავალ წელს იუვეს საიმედო საყრდენი ეყოლება.
დიბალა – 9.0 პაოლო – იმედი იუვეს გულშემატკივრებში, რომ გუნდმა ახალი დელ პიერო იყიდა, მოთამაშე, რომელიც ულამაზეს სტილში დაწერს იუვეს ისტორიას. სეზონის დასაწყისში მასში გადახდილ 40 მილიონს ბევრი სკეპტიკურად უყურებდა, მაგრამ არგენტინელმა ყველა ეჭვი გააქრო – ის ახლა ორჯერ ძვირი ღირს და იუვეს ლიდერად განიხილება მომავალ სეზონში.
საღოლ დიბალა
ბრაო დიბალა გამართლა ამ ბიჭმა მომავალ წელს უფრო მკვლელი იქნება
ძლიერია ძალიან ეს ბიჭი და პიროვნულადაც ისეთია რო ზუსტად ერგება იუვეს. საუკეთესო უნდა გახდეს აქ… ამ ბიჭებმა აუცილებლად უნდა დაიმშვენონ ხელი ლიგის თასით. ბუფონი თავისთავად და ბონუჩიმ, მარკიზიომ, კიელინიმაც აუცილებლად უნდა მოიგონ. პოგბა, დიბალა, სანდრო, მორატა მშვენიერი ბიჭები არიან ახლა გვჭირდება სულ2- 3 კარგი და საჭირო პოზიციის მოთამაშე და მშვენიერი შანსი გვაქვს. ნებისმიერს შეაშინებს ჩვენთან დატაკება
