ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დი ფრანჩესკო : “ბერარდი იუვენტუსს მოერგება”

ითამაშებს თუ არა “სასოულო” ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, იტალიის თასის ფინალის შედეგზე და ტურინის “იუვენტუსზეა” დამოკიდებული.თუ კოპა იტალიას ბიანკონერები მოიგებენ, მოკრძალებული კლუბი პირველად ისტორიის მანძილზე ევროპირველობაში მიიღებს მონაწილეობას, თუ არადა ევროპის ლიგის საგზურისთვის “მილანი” გაიბრძოლებს.ამ და სხვა რამდენიმე საკითხზე ჟურნალისტებთან ეუსებიო დი ფრანჩესკომ ისაუბრა.

“იმედი მაქვს, იტალიის თასს იუვენტუსი მოიგებს, ევროპის ლიგაზე ასპარეზობა ძალიან გვინდა.ჩვენთვის, როგორც მოკრძალებული კლუბისთვის, მეექვსე ადგილი არის შესანიშნავი შედეგი და დასტური იმისა, რომ ბრძოლა ნებისმიერ შემთხვევაში ღირს.ბედნიერი ვარ, რომ სასოულოსთან ერთად რაღაცის შექმნა მოვახერხე, მოედანზეც და მის ფარგლებს გარეთაც.ერთი ოჯახი ვართ, ყველანაირად, შეგიძლიათ მენდოთ.”

“ბერარდი ? – იგი პატარა შვილივით მყავს, განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობ და თან არ მინდა, წნეხის ქვეშ მოექცეს.ჩემი აზრით, გასული სეზონი მისთვის იდეალური არ ყოფილა, ბევრად მეტი პოტენციალი აქვს.იუვენტუსი ის კლუბია, რომელიც დომენიკოს სჭირდება, სწორედ ტურინში შეძლებს ახალგაზრდა მოთამაშე ბოლომდე გახსნას და იმ თვისებების გამოვლინებას, რომელიც მასში იმალება.”

წყარო : Football Italia

9 thoughts on “დი ფრანჩესკო : “ბერარდი იუვენტუსს მოერგება”

  1. თუ ინტერი უნდა გადავიდეს მართლა კარგი ფეხბურთელია… იუვეს დიბალა ყავს და რა ვიცი ალეგრი სხვაგან თუ გამოიყენებს.

  2. იუვე მოიგებს თას ოღონდ ევროპა ლიგაზე თქვენ წარმოაჩინეთ იტალია კარგად

  3. აბა ბერარდის კითხეთ?! ინტერის ლეგენდობა უნდა ბიჭს :mrgreen: რაც შეეხება სასუოლოს, მინდა ევროპის ლიგაზე გავიდნენ და არა გამძორებული მილანი!!! სასუოლოსგან სენსაციას არავინ მოელოდება და მილანი რო გავიდეს “გრანდია” ბოლობოლო, იქაც ჩაისვრიან და მოგვჭრიან თავს :yes:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.