ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბიანკონერები ეროვნულ ნაკრებებში ასპარეზობენ

ევროპის ჩემპიონატი და კოპა ამერიკა ახლოვდება, ეროვნული ნაკრებები კი საერთაშორისო ფორუმებისთვის მზადებას განაგრძობენ.ბოლო დღეების განმავლობაში რამდენიმე ამხანაგური მატჩი გაიმართა, რომელში მონაწილეობაც ტურინის “იუვენტუსის” ფეხბურთელებმაც მიიღეს.

იტალიის ეროვნული ნაკრებით დავიწყოთ – ანტონიო კონტეს შეგირდები გუშინ მალტაში შოტლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდნენ და 1-0 დაამარცხეს, სკუადრა აძურას ძირითად შემადგენლობაში ერთბაშად 4 იუვენტინო გახლდათ – ჯიჯი ბუფონი, ლეონარდო ბონუჩი, ჯორჯო კიელინი და ანდრეა ბარძალი, ოთხივე მათგანმა მინდორზე 90 წუთი დაჰყო.რაც შეეხება სიმონე ძაძას, იგი მოედანზე 67′ წუთზე ჩაერთო და გოლის ავტორი, გრაციანო პელე შეცვალა.

ესპანეთის ნაკრებმა ბოსნია ჰერცოგოვინა დაამარცხა 3-1, თუმცა ალვარო მორატა არც ძირითად შემადგენლობაში და არც სათადარიგოთა სკამე არ გამოჩენია, სავარაუდოდ, ვისენტე დელ ბოსკემ მას დასვენების საშუალება მისცა.იგივე სიტუაციაში აღმოჩნდა მარიო მანჯუკიჩიც, ხორვატებმა მოლდოვას 1-0 მოუგეს, სუპერ მარიო კი მინდორზე აღარ გამოჩენილა.

შვეიცარიის ნაკრებმა 28 მაისს ბელგიასთან წააგო 1-2, შტეფან ლიხტშტაინერი თადარიგში იმყოფებოდა და მოედანზე არ შემოსულა, მთავარმა მწვრთნელმა გუნდის ახალ კაპიტანს დასვენების შანსი მისცა.

მოულოდნელი მარცხი განიცადა გერმანიის ნაკრებმა, რომლის შემადგენლობაშიც სამი ხედირა ასპარეზობს.ბუნდესტიმი სლოვაკეთის ნაკრებთან დამარცხდა, 1-3.სამი ძირითად შემადგენლობაში იმყოფებოდა და პირველი ტაიმი ითამაშა, 46′ წუთზე იგი იულიან ვეიგლმა შეცვალა.

კოლუმბიის ეროვნულმა გუნდმა 3-1 მოუგო ჰაიტის, ხუან კუადრადომ მინდორზე 65 წუთი დაჰყო და გოლიც გაიტანა, ფრეზე მისი გუნდი დააწინაურა.მარჯვენა ფლანგელი კოპა ამერიკისთვის ემზადება.

რაც შეეხება დანი ალვეშს, რომელიც სულ მალე უნდა გახდეს “იუვეს” წევრი, ბრაზილიამ პანამა დაამარცხა 2-0, 33 წლის მარჯვენა მცველი კი ძირითადში იმყოფებოდა და ყვითელი ბარათიც მიიღო.

დღეს ღამით კი, პირველ ამხანაგურ შეხვედრას ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი ნაკრები, საფრანგეთი გამართავს კამერუნის წინააღმდეგ.დიდი ალბათობით, სასტარტო შემადგენლობაში იქნებიან პოლ პოგბა და პატრის ევრა.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
1juve
1juve
9 years ago

Pirlo rosi seba berardi es 4 kacic gamixardeboda Mara 23 kacshi albat ay iyo amati adgili, pirlo asakis gamo tuara 11 kacshic ki ekutvnoda

1juve
1juve
9 years ago

28 kacshi titqmis yvela iseti moxcda romlebic mindoda, daje warmoudgeneli ro mechveneboda sturaros benasis da zapakostas gamozaxeba esenic moxvdnen, axla mtavaria ederi montolivo bpnaventura mota de shilio am 5 Dan minimum 3 gaushvas

lasha naxucrishvili
9 years ago

აუ კონტე მომენატრა ტო :) პირველი სეზონი იყო საოცრება არასდროს დამავიწყდება! ამდენი წლის შემდეგ რო ისევ ჩემპიონები გავხდით. ეხლა ისე ნუ გამიგებთ თითქოს ალეგრით უკმაყოფილო ვიყო და რაღაც უბრალოდ ადრინდელი დაუვიწყარი სეზონი გამახსენდა უცბათ :) ლიხტამ და ვიდალმა მაგ წლებში დაგლიჯეს მთელი სერია ა.

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x