ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლიპი:”მილანური კლუბები? იუვეს სკუდეტოს კიდევ დიდხანს ვერ წაართმევენ”

მარჩელო ლიპი მილანურ კლუბებზე საუბრობს, რომლებიც უკვე მერამდენე წელია წარუმატებლად ცდილობენ იუვენტუსისთვის კონკურენციის გაწევას:“ვფიქრობ, აქ საუბარი მენეჯმენტურ დონეზეა.. მათ ბოლო პერიოდში ვერა და ვერ ჩამოაყალიბეს სტრუქტურულად საკუთარი პროექტი, რომლის მიხედვითაც მოახდენდნენ წარმატებულ სვლას.. დარწმუნებული ვარ თუ ხელმძღვანელობა სწორ საკადრო ნაბიჯებს გადადგამს ამ მიმართულებით, იგი შედეგს მალევე გამოიღებს.. მაგალითისთვის ავიღოთ იუვენტუსი, სადაც დიდ ფეხბურთში დაბრუნება სწორედ მაშინ მოხერხდა, როდესაც აქციონერთა საბჭომ ძირვეული ცვლილებები მენეჯერულ დონეზე მოახდინა. მათ საოცარი ფუნდამენტი ჩადეს და შედეგად იუვენტუსის აბსოლუტურ ჰეგემონიას სათავე დაუდეს. ვეჭვობ, ბიანკონერის მილანური კლუბები და საერთოდ დანარჩენი კონკურენტები სკუდეტოს კიდევ 2-3 წელი ვერ წაართმევენ”.

3 thoughts on “ლიპი:”მილანური კლუბები? იუვეს სკუდეტოს კიდევ დიდხანს ვერ წაართმევენ”

  1. იმედია გამართლდება ეს ვარაუდი :forza: მაგრამ ამ ეტაპზე რომა და ნაპოლი უფრო სახიფათოები არიან

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.