მანჯუკიჩის ჰეტ-ტრიკი, ხედირას მცირე ტრავმა და სხვა ამბები

ბოლო დღეების განმავლობაში ტურინის “იუვენტუსის” ფეხბურთელებმა მეგობრული მატჩები ჩაატარეს, მოკლედ მიმოვიხილოთ თითოეული მათგანი..
სამ ივნისს შვეიცარიის ნაკრებმა ლუგანოში მოლდოვის ნაკრებს უმასპინძლა და 2-1 დაამარცხა.ძირითად შემადგენლობაში იმყოფებოდა გუნდის კაპიტანი და “იუვეს” მარჯვენა მცველი, შტეფან ლიხტშტაინერი.31 წლის ფეხბურთელმა 64 წუთი ითამაშა, შემდეგ კი მაიკლ ლანგმა შეცვალა.შემდეგი შეხვედრა შვეიცარიას უკვე ევროპის ჩემპიონატზე ელის, 11 ივნისს, ალბანეთის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ.
პირველი ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა კოპა ამერიკაზე კოლუმბიის ნაკრებმა, რომლის შემადგენლობაშიც ხუან კუადრადო ასპარეზობს.კოლუმბიელებმა ტურნირის მასპინძელი ამერიკის შეერთებული შტატების გუნდი 0-2 დაამარცხეს და ჯგუფის ლიდერებიც გახდნენ.”იუვეს” მარჯვენა ფლანგელმა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მინდორზე მთელი 90 წუთი გაატარა.შემდეგ შეხვედრას კოლუმბიელები 7 ივნისს გამთენიისას, პარაგვაის წინააღმდეგ ჩაატარებენ.
ტურინელი ფეხბურთელების მხრიდან საუკეთესო მაჩვენებელი გუშინ მარიო მანჯუკიჩმა აჩვენა, ხორვატიის ეროვნულ ნაკრებს კი, მშვენიერი ვარჯიში გამოუვიდათ.ჩაჩიჩის გაწვრთნილმა გუნდმა სან მარინო “გამოიჭირა” და 10-0 მოუგო, “იუვეს” მე-17 ნომერმა კი ჰეტ-ტრიკის შესრულება შეძლო.მარიოს მეორე და მესამე გოლები განსაკუთრებით კარგი გამოუვიდა, ხორვატმა შეასრულა, ორივე თავით შეაგდო.ხორვატებისთვის ეს ბოლო ტესტ-მატჩი იყო, უახლოეს დღეებში ისინი საფრანგეთში გაემგზავრებიან და იქ განაგრძობენ შეკრებას, 12 ივნისს კი პირველი ოფიციალური შეხვედრაა, თურქეთის წინააღმდეგ.
არც თუ წარმატებული აღმოჩნდა სამი ხედირასთვის უნგრეთთან გამართული შეხვედრა.როგორც გერმანული პრესის წარმომადგენლები წერენ, ბებერი ქალბატონის ექვსიანმა პირველ ტაიმში მცირე დაზიანება მიიღო და შესვენებაზე შეცვალეს, რამდენად მძიმეა ტრავმა, ამას მალე შევიტყობთ.ისე კი, გერმანელებმა 2-0 მოიგეს, ერთი მიულერმა შეაგდო, მეორე კი თავად გაიტანეს უნგრელებმა.შემდეგი შეხვედრა ბუნდესტიმს საფრანგეთში ელის, უკრაინის წინააღმდეგ.
ფრანგები კი სრული სვლით მიდიან, დიდიე დეშამის გუნდმა ამჯერად შოტლანდიას მოუგო, 3-0.ძირითად შემადგენლობაში იმყოფებოდნენ ტურინელები, პოლ პოგბა და პატრის ევრა.ცენტრალურმა ნახევარმცველმა მატჩი სრულად ჩაატარა, მარცხენა მცველი კი მეორე ტაიმში შეცვალეს.რაც შეეხება გოლებს, დუბლით გამოირჩა ოლივიე ჟირუ, ერთი კი ლორიენ კოშელნიმ გაიტანა.ფრანგები ევრო 2016 – ის გახსნით შეხვედრაში რუმინეთს დაუპირისპირდებიან, 10 ივნისს.
რამდენიმე საათში კოპა ამერიკაში ჩაერთვება ბრაზილიის ნაკრები, რომლის შემადგენლობაშიც “იუვენტუსის” ახალწვეული, დანი ალვეში იასპარეზებს.სელესაო პირველ მატჩში ეკვადორს დაუპირისპირდება.
რამდენიმე სიტყვა იტალიის ნაკრებზეც ვთქვათ, ანტონიო კონტეს გუნდი ჯერ კოვერჩიანოს ბაზაზე ემზადება, 6 ივნისს კი ფინეთს დაუპირისპირდება მეგობრულად.იმ მატჩის შედეგს აუცილებლად მოგახსენებთ, რამდენიმე დღეში..
ისე მეგობრულს ამხანაგური ჯობია მგონი :)
https://www.youtube.com/watch?v=kjmvcousUPg
რანმდენჯერაც პოლი არ იყო იმდენჯერ ჩავაგდეთ თამაში
და მერე იტყვიან პოგბა არაა ლიდერიო
დღეს პოლ ლიროლას პირველ გუნდში დაწინაურებაზე დაიწერა (ვინც გუშინ პრიმავერას თამაშს უყურა, მარჯვენა მცველი) საუკუეთესო იყო მატჩში ჩემი აზრით და აბსოლუტურად ვეთანხმები, ძალიან მაგარი ბიჭია და ალვეშისგან, ევრასგან, სანდროსგან და ლიხტასგან თუ ისწავლის რაღაცაებს მაგაზე უკეთესი რა იქნება
ჩვენს ბებრებს ვერ გაუქაჩავს ამ ეტაპზე. უნდა გაანათხოვრონ სერია ა-ს რომელიმე გუნდში და 2 წელიწადში შეიძლება იუვეს ძირითადის ფეხბურთელიც გახდეს
გაქაჩვაზე არ არის, მაგის პრეტენზია არც ექნება, ლაპარაკი იმაზეა რო შეილება ცოტა ითამაშოს მარა 10 ჯერ მეტი გამოვდილება მიიღოს ვიდრე ვთქვათ ჯენოაში მიიღებდა ზირითადობით
ბრაზილიამ ძმაო კიდეა ეს თასი მე ასე მგონია
მე კოლუმბიას ვბალეშიკობ. გუნდი მომწონს მთლიანად და თან კვადრატას პონტში
ისე ნეტო რატო არ წაიყვანა ბრაზილიამ, მაგაზე უკეთესი მაინც არავინ ყავთ ან სანდრო რატო არ ყავთ, შეცვლაზე მაინც გამოადგებოდათ. იუვეს ფანები პორველ რიგში მაინც ბრაზილიისკენ ვიქნებით ალბათ
კუადრატას რაც შეეხება, არამგონია დატოვოს მაროტამ, მაგრამ მაინც ვგულშემატკივრობ. ზოგადად სიმპატიური ნაკრები ყავს კოლუმბიას
იუვეს ფანები ბრაზილიისკენ რატომ უნდა ვიყოთ ? : ))))) სკვადრააძურას პირველი და უმთავრესი საფეხბურთო მტერია ბრაზილია …ფეხბურთის ამბავში..ნუ თუ იტალიის გულშემატკივარი არ არის ადამიანი მაშინ მესმის…