ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Corriere dello Sport:”ტურინელთა სატრანსფერო პოლიტიკაზე”

Corriere dello Sport იუვეს სატრანსფერო პოლიტიკაზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს:“მაროტა პერესთან შესახვედრად ემზადება , სადაც ერთბაშად რამდენიმე ფეხბურთელის მომავალი გაირკვევა.. ტურინელები ისკოთი, კროოსით და კოვაჩიჩით ინტერესდებიან და ეცდებიან ერთ-ერთი მათგანის ხელში ჩაგდებას. ბიანკონერის ხორვატი გამთამაშებლის იმედი აქვს და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. რაც შეეხება მორატას ეს საკმაოდ აქტუალური კითხვაა და ჯერჯერობით კონკრეტული არაფერია.  კვლავ რჩება გზები, რომელიც მიდის გომეშთან და პიანიჩთან.. ჯერჯერობით ღამურებს ოფიციალური წინადადებით მანჩესტერმა მიმართა.. 45 მილიონი და დამატებით 15 ბონუსური სისტემის სახით. მირალემთან დაკავშირებით კი ჯერჯერობით არცერთ კლუბს არ სურს 38 მილიონის ინვესტირება. ყოველდღიური კონტაქტი მყარდება მასკერანოსთან, რომელსაც ბარსამ ახალი ხელშეკრულება შესთავაზა.. კოპა ამერიკას დასრულების შემდეგ არგენტინელი ბარსას მესვეურებს შეხვდება და თუ კვლავინდებურად წასვლის სურვილი დააფიქსირა, მაშინ იუვე ტრანსფერში აქტიურად ჩაერთვება.

7 thoughts on “Corriere dello Sport:”ტურინელთა სატრანსფერო პოლიტიკაზე”

  1. რა კროსი რა ისკო “D”DD” ზღაპრები იწერებაა ) რეალს კოვაჩიჩი არ უნდა ეს ფეხბურთელსაც განუცხადეს და ყველამ იცის მადრიდში ) ასე რომ მოიშორებენ და მისტერ ბრუცო აქვეა :D:D:D ))) შეხედეთ რეალურად იუვე ზეროა სატრასფერო ბაზარზე ) მაროტა ყველგან ცხვირს ყოფს დაწყებული გომეშით დამთვარებული პიანიჩით ) მაგრამ კაპიკებში და განვადებებში უნდა ) :D _) რაც სასაცილოა ევროპულ ბაზარზე ეგეთი რაღაცეები პალერმოსთან და საუოლოსთან გამოდის 5 წლიიანი განვადებები ) არ გამოდის ეგ ფოკუზები ევროპაში ) მოვა კოვაჩიჩი მოვა ბერარდი მოვა ალვეში და წავლენ კუადრადო , მორატა , ასამოა . ეხლა ეგ გაძლიერებაა თუ დასუსტებაა ?? :D:D: )

  2. მოიყვანონ პიანიჩი – 38
    მასკერანო – 10-15
    თუ მორატა ვერ გამოისყიდეს მაშინ კავანი – 30
    გაუშვან პერეირა, ჰერნანეში, პადოინი + 10 და ბერნადესკი მოიყვანონ
    ძაძა გაუცვალონ კვადრადოში
    მემგონი აქ რაიმე შეუსრულებელ მისიას არ უნდა წარმოადგენდეს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.