კონტემ თითქმის გადაწყვიტა : ფლორენცი დარმიანის ნაცვლად

თბილისის დროით 17:00 სთ-ზე იტალიის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში შვედეთს დაუპირისპირდება.ბოლო დღეების განმავლობაში ანტონიო კონტეს მიერ შერჩეულ თერთმეტ ფეხბურთელზე ბევრი იწერებოდა, თუმცა დადგა თამაშის დღეც და თითქმის გადაწყდა, როგორი იქნება სკუადრა აძურას შემადგენლობა.საბედნიეროდ, მწყობრშია და ითამაშებს გრაციანო პელე, რომელმაც ტიბო კურტუას ულამაზესი გოლი გაუტანა.მოკლედ რომ ვთქვათ, ბელგიელებთან შეხვედრისგან განსხვავებით კონტემ მხოლოდ ერთი ცვლილების განხორციელება გადაწყვიტა, მარცხენა ფლანგს ამჯერად მატეო დარმიანის ნაცვლად ალესანდრო ფლორენცი ჩაიბარებს, ამ უკანასკნელმა წითელ ეშმაკებთან დაპირისპირება მცირე ტრავმის გამო გამოტოვა.სხვა მხრივ, შემადგენლობა უცვლელია, ჯიჯი ბუფონი კარში, მის წინ დაცვის ტრიო, ბარძალი, ბონუჩი და კიელინი.ნახევარდაცვის მარჯვენა ფლანგზე ანტონიო კანდრევა, მარცხნივ, როგორც გითხარით, ფლორენცი.საყრდენ ნახევარმცველად დანიელე დე როსი ითამაშებს, ცენტრში ჯიაკერინი და პაროლო.წინახაზის დუეტს კი ამჯერადაც ედერი და პელე შექმნიან.ვნახოთ, იმედია დღეს მაინც ვიხილავთ მინდორზე სიმონე ძაძას ან სტეფანო სტურაროს.
ყოჩაღ მაროტა,140 მილიონი მოუთხოვია პოგბასთვის))) როგორც იქნა მიახვედრა პერესი,რომ პოგბა არ იყიდება.წადი ბიძიკო,იქნებ პაიე მაინც დაითრიო)) ოღონდ მორატას ამბავი არ ვიცი როგორ გამოვა,დაბოღმილი პერესი არ დაგვითმობს აწი,ხესეს შემცვლელად შეუგულებია ალვარო,საცოდავს დაალპობენ სკამზე…
პაროლო ედერი ჯაკერინი

იმედია არ დავიწყებია 2004 წელი იტალიას სვედებმა და დანიამ რაც უქნეს, დგეს შეახსენონ უნდა ეგ არასწორი საქციელი. თან იტალია მაქვს დაღცენილი ბილეტში და ქეშოუტს არ ვაკეტებ . ფორზა იტალია 2-0 უნდა დაიდოს
იმედია არ დავიწყებია იტალია 2004 წელი, როგორ გააგდო შვედებმა და დანიამ შეთანხმებული ნიჩიით და დგეს შეახსენებენ. თან იტალია მაქვს დარჩენილი 1300 ლარს ვიგებ და დაზღვევაზე ქეშოუტზე 400 ლარზე მეტს არ მთავაზობს ცრისტალი. იმედია 2-0ს დადებენ
კაროჩე ეს ედრი რა გახდა ტიპი რაგნისტის პარმტრები აქ რაუნდა ვაფშე ფეხბურთში დარწმუნებული ვარ ძაძა ბევრად უკთსქდ ითამშებს ან ელ შარვი კიდე რა გახდა ეს ედერი :((
ნორმალურად თამაშობს ედერი
პელეს მირჩევნია
პელეს გირჩევნია ??
ამ ჩემპიონატზე დაამტკიცებს რომ კარგი ფეხბურთელია
პაროლო რო დგას ცენტრში რა მაგრად ტეხავს
მარა ვინ უნდა დააყენოს სტურარო უფრო მძორია. შემდეგში ფლორენცი დააყენოს ცენტრში და დე შილიო ფლანგზე
ცალკვე ვწერდი შემეშალა
აუ ტოტალიზატორებმა როგორ აწიეს იტალიის კუში, ოღონდ დღეს არ იყომაროთ და არ გატეხოთ, გაინაღდეთ ჯგუფიდან გასვლა და მერე ირლანდიასთან რაც გინდა ის ქენით
ეგრე რა საშინლად ითამაშა დარმიანმა
ერთი ძალიან უხეში შეცდომა დაუშვა, პლიუს ტრავმაც აიკიდაო მცირე და შეცვალა ამიტო.. თან ეტყობა შვედეთს მეტად რომ შეუტიოს უნდა ეტყობა