ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“ბავარია” ბენატიას ტურინში გაშვებას დათანხმდა

მეჰდი ბენატიასთან პირადი კონტრაქტის დეტალების შეთანხმების შესახებ ინფორმაციას ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით უკვე მიიღებდით, სხვადასხვა წყაროები კი უკვე კლუბებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე წერენ.უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, ლა რეპუბლიკას მტკიცებით, მიუნხენელები მაროკოელი მცველის ბიანკონერებში არენდის წესით ორ მილიონ ევროდ გაშვებას დათანხმდნენ, გამოსასყიდ თანხად კი დაახლოებით 18 მილიონი ევრო სახელდება, ჯამში ტრანსფერი ჯუზეპე მაროტას 20 მილიონი ევრო უნდა დაუჯდეს.აღსანიშნავია, რომ რეკორდმაისტერებს “იუვენტუსიდან” კინგსლი კომანის გამოსყიდვის სურვილი აქვთ და ბუნებრივია, იტალიელთა გულის მოსაგებად მზად არიან ცენტრალური მცველი დათმონ.რაც შეეხება კონტრაქტის დეტალებს, ბენატია დაახლოებით ორ მილიონ ევროს მიიღებს ხელფასის სახით, იგი სავარაუდოდ ანდრეა ბარძალის ალტერნატივად უნდა მივიჩნიოთ, იტალიელი მცველი უკვე 35 წლისაა და სათადარიგოთა სკამზე მასიმილიანო ალეგრის მაღალი დონის უკანახაზელი ნამდვილად სჭირდება.

წყარო : Football Italia

9 thoughts on ““ბავარია” ბენატიას ტურინში გაშვებას დათანხმდა

  1. იმედია ბენატია ბონუჩის ჩელსიში გადასვლას არ ნიშნავს. რაც შეეხება კომანს ეგ ფეხბურთელი ჩემი აზრით მხოლოდ პრემიერ ლიგაში გამოდგება. არ არის ეგ ბიჭი ტაქტიკაზე გათვლილი ფეხბურთელი გაიგდე გაეკიდეს ვარიანტია თუმცა ბოლო მატჩში არც ეს გამოდიოდა დიდად ეფექტურად.

  2. ისე კომანის დაბრუნებას რატომ არ განიხილავეენ? მართლა კარგი პროგრესი განიცადა მაგ ბიჭმა. ევროპაზეც ცუდად არ გამოიყურება. შეიძლება მისი კარგად გამოყენება.

  3. კი იტალიელი ნამდვილად კარგია,რაღაც მომრავლდნენ უცხო ქვეყნებიდან იგროკები

  4. ვინმე იტალიელი გვეყიდა არ ჯობდა?! მაღალი დონეა, მაგრამ იტალიელი მცველი მაინც სხვაა))) არ დამცინოთ და რანოკიას კაი მწვრთნელი სერიოზულ მცველად ჩამოაყალიბებდა! :vaime:

    1. რანოკია აწი რო ჩამოყალიბდება ძმურად სხვა ვინ გინდა იტალიელი მცველი

  5. ეტყობა ბარძალის რომელსაც მომავალ წელს უსრულდება 36 წელი მის შემცვლელად უნდათ,მაინც ასაკი თავისას შვება,ბარძალი სულ ისე ხომ ვეღარ ითამაშებს რასაც აქამდე აკეთებდა და ამიტომ გამოცდილი შემცვლელი უნდათ სავარაუდოდ,ნაღდად კარგი შენაძენია თუ მოგვარდა…….

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.