ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დი მარციო:”ლიხტშტაინერი და სანჩესი?”

ჯანლუკა დი მარციო სტეფან ლიხტშტაინერის და ალექსის სანჩესის თაობაზე საუბრობს:

“მიუხედავად იმისა, რომ გუნდი დანი ალვეშმა გააძლიერა და არის რეალური შესაძლებლობა დამატებით კუადრადო გამოისყიდოს, ხელმძღვანელობა არ აპირებს შვეიცარიელ ექსპრესთან განშორებას.. კოლუმბიელს ალეგრი უფრო შემტევ მანევრირებებში გამოიყენებს, ხოლო ალვეშის ალტერნატივა სწორედ სტეფანი იქნება.

რაც შეეხება სანჩესს.. მის შეძენას იუვე რეალურად ცდილობდა და კიდევ ეცდება, უბრალოდ ვენგერს საკუთარი მიზნები აქვს დასახული და თუ მათი რეალიზება ვერ მოახერხა, მაშინ ნაკლებად მოსალოდნელია ჩილელს შეელიოს.. ამ ეტაპზე ლონდონელები ლაკაზეტით და დრაქსლერით არიან დაინტერესებულნი..”

6 thoughts on “დი მარციო:”ლიხტშტაინერი და სანჩესი?”

    1. რაო რას იძახიან ორი სიტყვით იქნებ თქვა არ ვიცი მაგდენი ინგლისური თუ არ დაიზარებ რათქმაუნდა :forza:

      1. პოგბას მანჩესტერიდან წასვლის მიზეზზე საუბრობენ, ანუ დროს რომ არ აძლევდა ფერგიუსონი და იმაზე თუ რამდენად კარგად გრძნობს პოლი თავს იუვეში. სტატიის ავტორი იუვეს ჩემპიონთა ლიგის მოგების სერიოზულ კანდიდატად მიიჩნევს, მაგრამ ამბობს, რომ გუნდს სრულყოფისთვის ერთი ტოპ კლასის ფორვარდი სჭირდება (სულ ამას ვიმეორებ მე) და თვლის, რომ პოგბას გაშვების შემთხვევაში ძალიან დასუსტდება გუნდი, ამიტომ ბიანკონერის ხელმძღვანელობამ უარი უნდა თქვას 120 ლიმონზე

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.