ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პერეირას ნაპოლიში ტრანსფერი გადაწყვეტილია


იუვენტუსმა და ნაპოლიმ არგენტინელი ნახევარმცველის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს და მხოლოდ ოფიციალური ფორმალობებია დარჩენილი მოთამაშის გადაბარგებამდე.

25 წლის მოთამაშის ნაპოლიში ტრანსფერი გადაწყვეტილია და ეს იუვენტუსს საკმაოდ დიდ ფინანსურ მატებას მოუტანს.

რობერტო პერეირას სეზონი საკმაოდ წარუმატებელი გამოდგა მოთამაშე ხშირმა ტრავიანობამ შეაწუხა და ამის გამო 16 მატჩი სრულიად უგოლოდ ჩაატარა, თავი ოფიციალური სტატისტიკით მხოლოდ 1 ასისტით დაგვამახსოვრა.

Gazzetta წერს, რომ ნაპოლი სეზონის მეორე ტრანსფერს მალე გააოფიციალურებს, ლორენცო ტონელის შემდეგ, რომელიც გუნდს ემპოლიდან შეუერთდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად იუვენტუსი დაუყონებლივ მიიღებს 18 მილიონ ევროს, დამატებით 2 მილიონს კი გარკვეული ბონუსების სახით.

პერეირა 2014 წელს იუვეს უდინეზედან იჯარის წესით შეუერთდა, შემდეგ მისი გამოსყიდვა კი ტურინელებს 14 მილიონი ევრო დაუჯდათ.

წყარო : ForzaItalianFootball

21 thoughts on “პერეირას ნაპოლიში ტრანსფერი გადაწყვეტილია

  1. ნაპოლიმ ჰამშიკს გაუზარდა კონკურენცია ამის ყიდვით, თან ვარირების საშუალება ექნება მწვრთნელს. როცა ფორმაში იყო რობერტო და ძირითადში თამაშობდა ხშირად ამწვავებდა შეტევებს და კარგი სპრინტი ქონდა დრიბლინგით. აქვს სასარგებლო მახასიათებლები: კარგად შეუძლია ვერტიკალის თამაში, რიოკი კაი აქვს და ბურთთან ერთად სწრაფია. დაცვაში მოიკოჭლებს და გუნდურობაში, მაგრამ ნაპოლის ჰყავს ისეთი ფეხბურთელები, რომელიც მაგ დანაკლისს შეავსებენ. მოკლედ, წარმატებები რობერტოს! :yes:

    1. პიაცას მონაცემებს გადავხედე და თამაშობს როგორც შემტევ ნახევარმცველად, უკან დაწეულ თავდამსხმელად,ასევე ფლანგებზე და ჩემდა გასაკვირვად ცენტრალურ ზონაშიც შეუძლია თამაში. თან თუ გახსოვს პერეირას ფლანგებზეც იყენებდა ხოლმე მაქსი. ვფიქრობ0, პიაცა უფრო ნავაროჩენი პერეირაა + ახალგაზრდა, უდიდესი პოტენციალით. :yes:

      1. მარცხენა თავდასხმა-ვინგერი 46 მატჩი მარჯვენა 21 ცენტრალური 7 მეორე თავდასხმად 5 ტრეკვარტისტა 4 შემტევი ნახევარმცველი 3 და ცენტრი 1 … აშკარად ბევრად შემტევი იგროკია ვიდრემ პერეირა პერეირა 56 ტრეკვარტისტაზე 52 ცენრტალურზე 16 შენტევ ნახევარმცველზე დანარჩენზე 3-4 იგრა აქვს ჩატარებული მაქსიმუმ

        1. ზუსტად მაგიტომ ვიძახი, პერეირაზე ნავაროჩენიათქო :up: ჩემი აზრით, ძალიან გამოგვადგება და დანარჩენს დრო გვიჩვენებს :yeah: თან მაქსის იმედი მაქვს…

  2. ტყუილად არ ყიდულობს ნაპოლი, ძალიან კარგი ფეხბურთელია რობერტო. ძირითადის ჩენტროკამპისტებზე არც ვსაუბრობ ხედირას და ლემინასაც ვერ აჯობებს ეს (სტურაროს კანკავაც აჯობებს), იუვეში სკამზე იჯდება და საერთოდ დაეცემა მისი ფასი. კარგია რომ გავყიდეთ :forza:

  3. პიაცას ტრანსფერი თითქმის გადაწყვეტილიაო,მილანმა ხელი ჩაიქნიაო,კარგია ნაღდად.პიაცა,ალვეში,პიანიჩი საკაიფო შევსებაა ამ ზაფხულზე ნაღდად, :forza: :juvee: ჯიგარ მაროტა

    1. პიაცა მოყავთ მგონი ამის ნაცვლად და რატო?! არაა პიაცა ცუდი ბიჭი, თან ეს ვეღარ განვითარდებოდა ასე მგონია…

    2. მარკიზიო ხედირა პიანიჩი სტურარო პოგბა გვყავს და ამას სადღა უნდა ეთამაშა? ზამენა კაცის 20 მილიონად გაყიდვა არაა პატარა საქმე

  4. კაროჩე ჯადოს უკეთებს ფეღბურთელებს,მათ აგენტებს და კლუბების პრეზიდენტებს მართლა რაა……..კაპიკებსი ყიდულობს ფეღბურთელებს და სასწაულ ფასებში ყიდის ისე რა იგროკებს,ჯადოქარია მგონი(მაროტას ვგულისხმობ…… :up: :up: :up:

          1. პერესი უფასოდ გაუშვებს სხვაგან და ჩვენ არ მოგვცემს ალვაროს… პოგბას გამო გაბრაზებულია ალბათ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.