ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ჩელსი ასამოაზე გააქტიურდება?


რამდენიმე გამოცემა წერს, რომ ჩელსი ასამოას შეძენას კვლავ ეცდება.

ჩელსის ახალი მენეჯერის, ანტონიო კონტეს პირადი ინტერესი კვადვო ასამოას მიმართ ჯერ კიდევ იჩენს თავს და გარკვეული წყაროები წერენ, რომ ასამოას ინგლისში გადაბარგება კვლავ მოსალოდნელია.

ვრცელდება ჭორები იმის შესახებ, რომ კანტეს შემდეგ პრიორიტეტული მიზანი კვადვო ასამოა იქნება, მაგრამ განელი ლონდონიდან ჯერ კიდევ დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

Calcio Mercato იტყობინება, რომ ანტონიო კონტე პირადად ეცდება რომან აბრამოვიჩის დარწმუნებას განელი ფეხბურთელის შესაძენად.

2012 წელს, როცა იუვენტუსმა ასამოა შეიძინა სწორედ ანტონიო კონტეს სურვილიდან გამომდინარე განხორციელდა ტრანსფერი, ზუსტად ანალოგიურია მოსალოდნელი ამ ზაფხულსაც.

შეგახსენებთ, რომ კვადვოს კონტრაქტი 2018 წლამდე აქვს იუვენტუსთან და მან ამ პერიოდში 106 თამაშის ჩატარება მოასწრო.

წყარო : GhanaWeb; Calcio Mercato

6 thoughts on “ჩელსი ასამოაზე გააქტიურდება?

  1. ლიხშტას გაშვება სისულელეა! ტიპი სულით იუვენტინოა და ძალიან სტაბიულურია

  2. ამას ტრამვებმა შეუშალა ხელი თორე ძალიან მუშა კაცია! კუადრადოში ნამდვილად ღირს ბარტერი)

  3. მარცხნივ ათამაშებს ამას კონტე 3-5-2 ტაკტიკაში… ჩVენთან კიდევ ადგილი არაა. ასე რომ კუადრადო-ასამოას ბარტერი გავაკეთოთ…

  4. არა რა მატიჩი ასამოაში, მატიჩი მაგარიამ მაგრამ ეგ კონტე ფლანგებს გვახევს, წაიყვანოს ლიხშტაინერი და დატოვოს კუადრადო და ასამოაც ძალიან საჭირო კაცია.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.