ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

შეხვედრა დაიწყო..

კარგი იყო ქობულეთი-ბათუმი.. თუმცა, დასვენებისთვის დრო აღარ გვაქვს.. დღეს დიდი დღეა! იუვენტუსი საკუთარ ისტორიაში უმნიშვნელოვანესი გარიგებისთვის ემზადება.. რატომ უმნიშვნელოვანესი? საქმე 94 მილიონს ეხება, რაც იუვესთვის რეკორდული გახდება..

დღეს, სერია ა-ს ლიგა იკრიბება.. შეხვედრაზე საგულისხმოა, რომ უკლებლივ ყველა გუნდის მთავარი ფიგურები მოიყრიან თავს..

მაროტა და პარატიჩი საქმეში არიან და ჟურნალისტებს მათი დაფიქსირება არ გასჭირვებიათ.. თუმცა კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს.. ანალოგიურად არ ისაუბრა პრესასთან დე ლაურენტისმაც..

იტალია განსაკუთრებული ყურადღებით აშუქებს სიახლეებს და ჩვენც ნაბიჯ ნაბიჯ მივყვებით მოვლენების განვითარებას..

ForzaJuve.Ge საქმეშია!

პ.ს. განსაკუთრებული მადლობა დარჯას და ცოტნეს, რომლებმაც ჩემი დედაქალაქში არ ყოფნის პერიოდში უნაკლოდ აშუქებდნენ მოვლენებს!

11 thoughts on “შეხვედრა დაიწყო..

  1. ეს უკვე პრესტიჟის საქმეა.94 მილიონი არ არის მხოლოდ იგუაინში გადახდილი ფული,ეს არის მკაფიო შეტყობინება საფეხბურთო სამყაროში,რომ იუვე მრისხანე მეტოქე იქნება ნებისმიერისთვის.ასეთი ხმაურიანი გარიგება არის ფსიქოლოგიური ზეწოლა და გამოწვევა ტოპსამეულისთვის.პოგბას და ბონუჩის გარშემო ატეხილი აურზაური და მატგაყიდვაზე უარის თქმაც ამის ნაწილია.იუვე მწვერვალების დასაპყრობად შტურმით ემზადება და მალე ევროპაში ერთერთი დომინანტი გახდება! :forza:

  2. რამდენი წელია იუვეს ვქომაგობ და ვერანაირად ვერ წარმომიდგენია,რომ იუვე 94 მილიონს გადაიხდის რომელიმე ფეღბურთელში,ვნახოთ დაველოდოთ მოვლენებს ……………ძალიან საინტერესოა……………

  3. ეს საიტი მაჰინაც მუჰაობს როცა ყველას ძინასვს იმიტო რო სუპერ ადმინსტრაცია ჰყავს და საინტერესო და კარგი ინფორმაცით გვახარებს რაც ჰეეეხება დასვენებას ისვენებს მარტო ის ვინც არაფერს აკეთებს და ამ საიტის ადმინტრაცია თუ ერთი კვირით მაინც ჰეისვენებს უფრო კარგი იქნება ჩვენთვის და დაბრუნდებიან საინტერესო ინფორმაციებით მარა ხო ხედავთ რამხელა პასუხისმგებლობა არსებობს იუვეს ბალეჰიკებს ამ საიტიდან ინფორმაცია არ მოაკლდეს ამას ჩვენ ვერ დავუფასებთ ალბათ ადმინსტრაციას იუვემ მაინც დაუფასოს მომავალ წელს დაედოს ლიგა და სკუდეტო სხვვა რა ვთქვა კიდე ერთხელ დიდი მადლობა ასეთი მაგარი იუვეს სატისთვის და უამრავი ჰრომისთვის პატივისცემეთ ერთერთი ნამდვილი იუვეს გულჰემატკივარი

    1. იმედია მომავალი სეზონის ბოლოს ლიგის თასით ავაგუგუნებთ საიტს :mrgreen: ჩვენ არ გვინდა დასვენება ნაღდად

      1. :forza: პირველივე წამიდან ის გვინდა გავიგოთ, როგორი გემო აქვს ლიგას რომელსაც ჩვენ საიტზე ვიზეიმებთ )) ხოდა იმედია ეს სეზონი ახლა დაგვიდგა ) ყველაფერი გამოვიარეთ ) ჩავარდნები, სკუდეტო წაგების გარეშე, ლიგის ფინალი.. დროა დიდი გამარჯვება ვიზეიმეოთ ყველამ და ახალ ლეველზე ავიდეთ! :juvee:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.