ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

გიორგი ქასრაშვილის ღია წერილი ForzaJuve.Ge-ს..

სატრანსფერო ციებ-ცხელებები, მოვლენების ეპიცენტრში მყოფი გულშემატკივრები, უამრავი ჭორი თუ სიმართლე და დიდი მოლოდინი. აი სწორედ ამითაა დატვირთული საზაფხულო ფანჯარა, რომელიც სიცხეებთან ერთად აგვისტოს 31 რიცხვამდე იქნება ღიად… ამ თარიღის საქართველოს დროით 02:00-ზე კი ის დაიხურება და თითოეული სერია ა-ში მოასპარეზე კლუბი 2016-2017 წლების სეზონის სრულ განაცხადს წარადგენს და გულშემატკივრებიც სრული სვლით მოემზადებიან თავიანთი საყვარელი/ფავორიტი კლუბის საქომაგოთ…

რა ხდება სერია-აში როგორც იუვენტინოებს რათქმაუნდა გვაინტერესებს და საიტის (ForzaJuve.Ge-ს) წყალობით რუბრიკიდან ,,ფორზაკალჩო” ვგებულობთ კონკურენტი კლუბების შევსება/დანაკლისების, ტრანსფერებისა და მიზნების შესახებ, ასევე რათქმაუნდა დიდი შრომა იდება იუვეს ირგვლივ არსებული სიტუაციის შესახებ:

ვარჯიშების გაშუქება…
ინფორმაციები ტურნეების შესახებ…
სატრანსფერო პერიპეტიები…
კონტრაქტების გახანრგძლივება/გაწყვეტა თუ გაუმჯობესება ამა თუ იმ ფეხბურთელებზე…
იტალიელი სპეციალისტების, მწვრთნელებისა და ცნობილი საფეხბურთო სახეების ინტერვიუები…

დამეთანხმებით ალბათ, რომ ეს ძალიან შრომატევადი საქმეა და ამით ვიყოთ უზრუნველყოფილი ძალიან სასიამოვნო და სასიხარულოა. ამიტომ მინდა თითოეულ სტატუსის ,,მწერალი” მქონე იუზერს მადლობა გადავუხადო ასეთი ნონ-სტოპ რეჟიმში მუშაობისათვის, დიდი მადლობა დავით ჯიშკარიანს, გიორგი დარჯანიას ასეთი ფუნდამენტალური საქმიანობისათვის რასაც ჩვენთვის ქართველი იუვენტინიებისათვის აკეთებენ და რათქმაუნდა თავიანთვის, რადგან თუ ჭეშმარიტად არ შეიგრძნობ თავად შენ ამ ,,კაიფს” ისე ვერ გადასცემ სხვებს და ვერ მიიტან მათთან…

ბევრი იუზერი დღეს მხოლოდ ვირტუალურად აღარ იცნობს ერთმანეთს (ჩემი მაგალითიდან შემიძლია ვთქვა ეს ამაყად, რადგან როდესაც წიგნი გამოვეცი იუვენტუსზე 2014-2015 წლების სეზონი, წიგნი დელპიეროზე სახელწოდებით ,,მწვანე ტილოზე შავ-თეთრი კალმით ნახატი 291 გოლი, უამრავი იუვენტინო გავიცანი, მამატებდნენ და ვამატებდი ფეისბუქზე) საიტზე დებატები უკვე რეალურ სამყაროში გადავიდა, სურვილი გაჩნდა რომ იუვეს თამაშებზე შევკრებილიყავით და ერთად გვეგულშემატკივრა საყვარელი კლუბისათვის. ასე ჩამოყალიბდა დიდი ძმობა და მეგობრობა რომელიც დარწმუნებული ვარ არა თუ თვეებს არამედ წლებს მოითვლის…

და ბოლოს: მადლობა რომ ასეთი კარგები ხართ, ფეხბურთსა და იუვეს სიყვარულში ჩახედილები, ერთად გვტკივა და და ერთად გვიხარია… გვაერთიანებს ერთი გუნდის სიყვარული და ერთი საიტი/სახლი (ასე ვუწოდებ მე ForzaJuve.Ge-ს, რადგან აქ ფეხის შემოდგმა არ ნიშნავს წაიკითხო და გახვიდე, გინდა არ გინდა ემოცია თავად მოდის და ძალაუნებურად წერ კომენტარს, მერე ვიღაც გამოგეხმაურება, დაგეთანხმება ან დებატებს გაგიმართავს, ხოდა როგორც ქართულ სუფრაზე ვერ დალევ ერთ-ორ ჭიქას და ვერ ადგები და ვერ წახვალ, ასევე ვერც აქ დაწერ ერთ-ორ კომენტარს და ვერ გახვალ) ასე რომ ჩვენ ერთი გუნდი ვართ! ფორცა იუვე, ფორცა ჩვენ ❤

კეთილი სურვილებით თქვენი ქასრა :))) რომელიც შემოვიდა, სტატია წაიკითხა და ვეღარ გავიდა :)))

პ.ს. სულ ტრანსფერებზე ხოარ ვისაუბრებთ და დავწერთ 😊 განვიმუხტოთ ცოტა

15 thoughts on “გიორგი ქასრაშვილის ღია წერილი ForzaJuve.Ge-ს..

  1. ბრავო სტატიის ავტორს!! დიდებული ნამუშევარია და იმსახურებს დიდ მადლობას!!
    რაც შეეხება იგუაინს კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ- არ ღირს ეგ ბიჭი 94 ლიმონი და მჯერა მაროტას ნიჭის, რომ ასეთ მარაზმს არ გააკეთებს. 94 ლიმონად ორი კარგი ტრანსფერის გაკეთება შეიძლება და იუვეს ტოპ-ტრიო მოძებნის მჯერა საუკეთესო ვარიანტს ჩვენი საამაყო გუნდისთვის!!ლიგაზე უნდა დავიფრინოთ ყველა!!

    მარად და ყველგან ფორცაა იუვეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე!! :juvee: :juvee:

  2. არ ღირს იგუზე ამდენის გადახდა. დარწმუნებული ვარ არ გადაიხდის მაროტა ამდენს. ამ თანხად შეგვიძლია ვითრიოთ იკარდი ან ჟესუსი.

  3. არავის არ ვაყენებ შეურაწყოფას, უბრალოდ კიდე ერთხელ მინდა ჩემი აზრი დავაფიქსირო იგუაინის ტრანსფერზე. ყველას ვეკითხები ვინც ესე ჩაიხვია იგუაინის ტრანსფერი – რატო გადაირიეთდა გადაგეკეტათ ვერ ვხვდები, რომელს უხსენებია მთელი წლის განმავლობაში და მითუმეტეს შარშან, აუ ნეტა იგუაინი მოიყვანონ 100 მილიონადო? ხო არავის არ უთქვამს? ეხლა რადგან წავიდა ესეთი ამბები ყველა გადაირია, ყველა დელაურიენტესის გაბერილ და გაზვიადებულ ამბავს აყვა, რაღაც ბრბოსავით მოგვდის რა უბედურებაა. თქვა კაცმა 94 მილიონზე ნაკლებად არ გავუშვებო და აუ ეგრევე უნდა ვეცეთ და ვადიდოთ ერთი ჩვეულებრივად მაღალი დონის (და არა ტოპ კლასის) თავდამსხმელი? რაის 100 მილიონი, თავიდანვე ვამბობდი და ეხლაც ვამბობ გამორიცხულია ეგეთი სისულელე ჩაიდინოს იუვემ. 36 გოლი გაიტანა ტიპმა და ღმერთი გახდა? და ვინც 18 გაიტანა მომენტალურად 50 მილიონი ღირს? კლასი გოლების რაოდენობით კი არ ითვლება, გადამწყვეტი როლის თამაშიდან გამომდინარეობს, გადამწყვეტ მომენტში ცივსისხლიანობას რო გამოიჩენს და თაამაშს თავისთავზე აიღებს ბეხბურთელი ეგაა კლასი. იგუ კიდე დამიჯერეთ ხშირად ჩაისვრის და ჩაუსვრია კიდეც ეგეთ მომენტებში. სტერლინგების და დებრუინების ფასებს რო ადარებთ, ანუ სტერლინგი თუ 78 ღირს, ეს 94 როგორ არ ღირსო რო ამბობთ, მაგ ლოგიკით ამან ბენზემას კონკურენციას ვერ გაუძლლო, ანუ ის 150 მილიონი ღირს? თუ ბენზემა 150 ღირს მაშინ ლევანდოვსკი რა ღირს, 230? ანუ სუარესი 300 ხო? ნეიმარი 400, რონალდო 550, და მესი მილიარდი. ცოტა დაუფიქრდით ვიზზე აფანატებთ, სიტის ფანები ხო არ ვართ, ტიპს მთელი თავის კარიერა არაფერი გაუკეთბია, ეხლა 36 გოლი გაიტანა და გადაგვეკეტა.
    კიდე ერთხელ ვამბობ ამას უბრალო კამათის ვარიანტში ვწერ და არავის არ მინდა შეურაწყოფა მივაყენო, ან ვინმეს ვაწყენინო

  4. ჟესუსზე რატო აღარაფერი იწერება?საბოლოოდ ჩაიქნიეს ხელი?უძლიერსი ტალანტი აქვს მაგ ბავშვს,მგონი 1-2 წელიწადში ნეიმარსაც აჯობებს.იგუანში მილიონების ყრას მე ამას მოვიყვანდი,მართალია გარკვეულწილად რისკია მაგრამ დიბალას თემა მახსენდება.ჩემი აზრით ჟესუსი და დიბალა ერთერთი უძლიერესი დუეტი იქნება თუ უძლიერესი არა. :forza: :forza: :forza:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.